საქმიანობა

25.01.2012 საქართველოს პირველი ლედის მიერ სოციალური სამუშაოს მიმართულების სტუდენტებისათვის სასწავლო სტიპენდიის დაწესება 2012 წლის 25 იანვარს საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა და მის მიერ სოციალური სამუშაოს მიმართულების სტუდენტებისთვის სასწავლო სტიპენდიის დაწესების შესახებ ოფიციალური განაცხადი გააკეთა.
02.01.2012 თბილისელი და ბათუმელი სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის იმერეთში საახალწლო ექსკურსია „ბედობა“ მოეწყო 2012 წლის 2 იანვარს საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა ელისაბედ რულოვსმა ტრადიციად ქცეულ საახალწლო ექსკურსია „ბედობა“–ზე თბილისიდან სოფელ გლდანში მდებარე მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებსა და ბათუმიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს იმერეთში უმასპინძლა.
23.10.2011 მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლის თანამშრომლებისთვის კახეთში  ექსკურსია მოეწყო
2011 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივით მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლის 20 თანამშრომელი კულტურული პროგრამის ფარგლებში ექსკურსიით კახეთს ეწვია. მათ წინანდალი, გრემი და ყვარელი მოინახულეს.
22.10.2011 საქართველოს პირველი ლედის ინიციატივით „პოეზიის დღე – შოთაობა“ უკვე მეოთხეჯერ გაიმართა 2011 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივით ასპინძის რაიონის სოფელ რუსთავში კვლავ შედგა დიდი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველისადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული „პოეზიის დღე-შოთაობა“. ტრადიციულად ამავე ღონისძიების ფარგლებში ლიტერატურული კონკურსი ჩატარდა, რის შედეგადაც საუკეთესო ლექსების ავტორებს ჯილდოები გადაეცათ. გამარჯვებული კი, პირველი ლედის განსაკუთრებული პრიზით დაჯილდოვდა.
20.06.2011 პანკისის ხეობაში დევნილთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა 2011 წელის 20 ივნისს სოფელ დუისში დევნილთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით UNHCR Georgia-ს მიერ ორგანიზებული რამდენიმე ღონისძიება გაიმართა, მათ შორის, შეჯიბრება ქართულ ჭიდაობაში, რომელშიც მონაწილეობას ახმეტის რაიონში მცხოვრები ახალგაზრდა მოჭიდავეები ღებულობდნენ. საქართველოს პირველი ლედის პრიზი – აიპოდი 70 კილოგრამიან კატეგორიაში გამარჯვებულ 16 წლის ახმეტელ დავით ჭიკაიძეს ხვდა წილად.
30.05.2011 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა 2011 წლის 30 მაისს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივითა და კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციასთან თანამშრომლობით (www.classicalmusic.ge), პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა.
30.05.2011 ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბავშვთა კუთხეები გაიხსნა 2011 წლის 30 მაისს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გასასვლელებში საბავშვო კუთხეები გაიხსნა, სადაც ბავშვებს გამგზავრებამდე ლოდინის პერიოდში უსაფრთხო გარემოში გართობისა და განტვირთვის საშუალება ექნებათ.
28.05.2011 შიდა ქართლის სოფელ ნიქოზის წმ.ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობო სკოლის მოსწავლეებისთვის თბილისში ექსკურსია მოეწყო 2011 წლის 8 მაისს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის მიწვევით შიდა ქართლის სოფელ ნიქოზის წმ.ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობო სკოლის 46 მოსწავლე და 6 პედაგოგი თბილისს ესტუმრა. მათ პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაათვალიერეს, ასევე საქართველოს ოქროს ფონდი, მთაწმინდის პარკი „ბომბორა“ და სხვა მრავალი ღირსშესანიშნავი ადგილი მოინახულეს.
28.05.2011 საქართველოს პირველი ლედის ინიციატივით მხატვარ პაატა ყუფარაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა 2011 წლის 28 მაისს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივითა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით, ამავე ბანკის საგამოფენო დარბაზში ნიჭიერი მხატვრის პაატა ყუფარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მისივე ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
17.04.2011 მესტიის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები სიღნაღსა და ბოდბეს ესტუმრნენ 2011 წლის 17 აპრილს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივით მესტიის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები (26 მოსწავლე და 6 პედაგოგი) სიღნაღსა და ბოდბეს ესტუმრნენ.
03.04.2011 ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსის ერთ–ერთ მონაწილეს პირველი ლედის პრიზი გადაეცა 2011 წლის 3-15 აპრილს თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი გაიმართა, სადაც პირველი ლედის პრიზი ქუთაისელმა კონკურსანტმა 10 წლის მარიტა პატარაიამ (კლარნეტი) დაიმსახურა.
27.03.2011 თბილისში სანდრა ელისაბედ რულოვსის წიგნის „იდეალისტის ნაამბობის“ პოლონური თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა 2011 წლის 27 მარტს თბილისში საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის წიგნის „იდეალისტის ნაამბობის“ პოლონური თარგმანის პრეზენტაცია მოეწყო, რომელიც საქართველოში მცხოვრები პოლონური დიასპორისთვის გაიმართა. პრეზენტაცია საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა და შემოსული თანხა ფონდ SOCO–ს პროექტების დასაფინანსებლად გადაირიცხა.
15.03.2011 საქართველოს პირველმა ლედიმ „სოციალური მუშაკის“ დღე ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიზიტით აღნიშნა 2011 წლის 15 მარტს საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „სოციალური მუშაკის“ დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებას დაესწრო. ქალბატონმა სანდრამ „სოციალური სამუშაოს“ მიმართულების ლექტორებსა და სტუდენტებს სიტყვით მიმართა და დღევანდელ რეალობაში სოციალური სამუშაოს აქტუალურობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
03.03.2011 საქართველოს პირველი ლედი ბათუმის სამშობიარო სახლებს ესტუმრა 2011 წლის 3 მარტს, დედის დღეს საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი ბათუმის სამშობიარო სახლებს ესტუმრა. ქალბატონმა სანდრამ იქ მყოფი მელოგინე ქალბატონები მოინახულა და საჩუქრები გადასცა.
14.02.2011 საქართველოს პირველი ლედი მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ჰემატოლოგიის განყოფილებას ესტუმრა 14.02.2011 2011 წლის 14 თებერვალს საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ჰემატოლოგიურ განყოფილებას ეწვია. ქალბატონმა სანდრამ იქ სამკურნალოდ მყოფი 25 ბავშვი მოინახულა და საჩუქრები გადასცა.
27.01.2011 ქართველ ჟურნალისტს სტან სტორიმანსის სტიპენდია მიენიჭა 2011 წლის იანვარში სტან სტორიმანსის სტიპენდიის ფარგლებში საქართველოს საზოგადოებრივი რადიოს ჟურნალისტმა ქ.ჰილვერსუმის ნიდერლანდების რადიოს ტრეინინგ ცენტრში პროფესიული გადამზადების კურსი გაიარა.
02.01.2011 თბილისიდან სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ბათუმში საახალწლო ექსკურსია „ბედობა“ მოეწყო 2011 წლის 2 იანვარს საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა ელისაბედ რულოვსმა უკვე ტრადიციად ქცეულ საახალწლო ექსკურსია „ბედობა“–ზე თბილისიდან ბათუმში ექვსი სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახი (6 უფროსი და 11 ბავშვი) მიიწვია, რომლებმაც ბათუმის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს, კერძოდ, ბოტანიკური ბაღი, ნობელის მუზეუმი, ძველი და ახალი ბულვარი, აკვარიუმი და გონიოს ციხე.
11.11.2010 ოზურგეთში პოლონეთის თემაზე შექმნილი ნახატების კონკურსი გაიმართა 2010 წლის 11 ნოემბერს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივით, გურიის რეგიონში პოლონეთის თემაზე შექმნილი ნახატების კონკურსი ჩატარდა. სამ საუკუთესო კონკურსანტ–მხატვარს საქართველოს პირველი ლედის მიერ დაწესებული პრიზები გადაეცა, კერძოდ კი, მუსიკალური ცენტრი, მუსიკალური ფლეიერი და დისტანციური ტელეფონი.
30.10.2010 საქართველოს პირველი ლედის ინიციატივით „პოეზიის დღე – შოთაობა“ კვლავ გაიმართა 2010 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივით კვლავ შედგა სახალხო დღესასწაული „პოეზიის დღე-შოთაობა“ და ასპინძის რაიონში დიდი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ამავე ღონისძიების ფარგლებში ლიტერატურული კონკურსი ჩატარდა, რის შედეგადაც საუკეთესო ლექსების ავტორებს ჯილდოები გადაეცათ.
17.10.2010 ტუბერკულოზისგან განკურნებული მოზარდები ერთკვირიანი ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკას ეწვივნენ 2010 წლის 17-24 ოქტომბერს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის მხარდაჭერითა და ავსტრიელი ბიზნესმენის ქ.შვარცის ინიციატივით, ტუბერკულოზისგან განკურნებული 7 მოზარდი და 3 ექიმი ერთკვირიანი ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკას ესტუმრა.