საქართველოს პრეზიდენტის პრიორიტეტები
- ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების დაცვა.
- სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის განმტკიცება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა, სახელმწიფოს უსაფრთხოების სისტემის გაძლიერება.
- დემოკრატიული საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობა, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სამართლებრივი სახელმწიფოს შენება, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისათვის სამართლებლივი და ინსტიტუციონალური გარანტიების ჩამოყალიბება, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საყოველთაო ხელშეწყობა.
- თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარება, ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერების საფუზველზე სოციალური დაცვისა და სოციალური განვითარების მყარი გარანტიების შექმნა.
- საქართველოში დემოკრატიული სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების ჩამოყალიბება.
- საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია, მეზობელ სახელმწიფოებთან პარტნიორობაზე დაფუძნებული თანამშრომლური ურთიერთობების გაღრმავება.
- უკომპრომისო ბრძოლა კორუფციის აღმოსაფხვრელად.
- დემოკრეტიული რეფორმების მხარდაჭერა.
- თანამშრომლობა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან გამჭვირვალე სისტემების შექმნის თვალსაზრისით.