President
 
Mikheil
  • რელიზი
  • ბრიფინგი
  • გამოსვლები
  • ვიზიტები
  • წლიური ანგარიში
  • აკრედიტაცია

წერილი პრეზიდენტს

მოგვწერეთ კორუფციის შესახებ

საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაცია

The World According to Misha

A Tale of Two Post-Soviet Presidents

პრესსამსახური
რელიზი

საქართველოს პრეზიდენტის პარიზში ვიზიტს ფრანგული პრესა გამოეხმაურა

ფრანგული პრესა საქართველოს პრეზიდენტის პარიზში ვიზიტს გამოეხმაურა. გამოცემა "20 minutes" საქართველოს პრეზიდენტთან ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთში ვიზიტს ქვეყნის იზოლაციისკენ მიმართული რუსეთის ძალისხმევის დასამარებად მიიჩნევს.

”საფრანგეთს არასდროს შეუსუსტებია მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ჩემი ოფიციალური ვიზიტი პუტინის ვიზიტის წინა დღეებში მიმდინარეობს, მნიშვნელოვანია.

ეს ჩემი ქვეყნის იზოლაციისკენ მიმართულ რუსეთის ძალისხმევას მარხავს” - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, საფრანგეთი ის ქვეყანაა, რომელიც საქართველოს უპირობო და უყოყმანო მხარდაჭერას უწევს.

ფრანგული გამოცემის შეფასებით, დღეს საფრანგეთი განაგრძობს აქტიურობას, რათა საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და თავისუფალი სავიზო რეჟიმის მიღწევაში დაეხმაროს.

მიხეილ  სააკაშვილთან შეხვედრაზე სარკოზიმ გამოთქვა სურვილი, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარე ზაფხულიდან დაიწყოს.

 

 

 

© 2010 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
Home
ITDC