ექსკლუზიური ინტერვიუ ,,კვირის ჟურნალთან" (JDD)

სალომე ზურაბიშვილი: დღეს ჩვენ აღარ ვართ რუსეთის უკანა ეზო

წარსულში ფრანგი დიპლომატისათვის, რომელიც სახელმწიფოს მეთაური გახდა, პრიორიტეტი საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაა.

ხვალ, სალომე ზურაბიშვილი პარიზში, ჯერ ინვალიდების სასახლეში და შემდეგ კი, ტრიუმფალურ თაღთან მივა, რათა საფრანგეთის მიერ საქართველოს აღიარების 100 წლისთავი აღნიშნოს - ,,უდიდესი სიმბოლიკის მატარებელი მომენტი“ სახელმწიფოს მეთაურისათვის, რომელმაც 2018 წელს დათმო საფრანგეთის მოქალაქეობა, რათა საკუთარი მოვალეობის შესრულებას შესდგომოდა.

,,კვირის ჟურნალისათვის“ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი დიპლომატი საუბრობს ორ ქვეყანას შორის კავშირზე, საქართველოს მიზანზე შეუერთდეს ევროკავშირს და ამავდროულად, მოსკოვთან რთულ დიალოგზე, რომელიც  მუდამ მხარს უჭერს აფხაზ და ოს სეპარატისტებს.

- რას წარმოადგენს თქვენთვის საფრანგეთი?

მე სრულიად ქართველი ვარ. არაფერი მაქვს საწინააღმდეგო სამშობლო საფრანგეთის მიმართ, რომელმაც მე შემქმნა. მე აქ მივიღე განათლება და ძალიან მიჯაჭული ვარ საფრანგეთზე. ფრანგული კულტურის მიმართ ძლიერი ქართული მიჯაჭულობა არსებობს, ალექსანდრე დიუმა საქართველოში გმირია. ეს ევროპული ღირებულებებისა და ქრისტიანული ცივილიზაციისადმი მიჯაჭულობაა.

- რას ფიქრობთ საფრანგეთის დაძაბულ წინასაარჩევნო კამპანიაზე?

ეს მე არ მაკვირვებს. საქართველოშიც, ჩვენ ძალიან ძლიერ პოლარიზაციაში ვცხოვრობთ. ეს მსოფლიო ფენომენი სხვა ფორმის პანდემიაა, რომლის წინააღმდეგაც დამატებითი მობილიზებაა საჭირო. ეს ითარგმნება იდენტობის თემების წამოჭრითა და საკუთარ თავში ჩაკეტვით. საქართველოში ჩვენ რთულ რეგიონში ვცხოვრობთ, მრავალი გაურკვევლობით, ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია. შესაბამისად, ასეთი ტენდენციაა: ჩემი იდენტობა არის ის, რაც ყველაზე ძვირფასი მაქვს.

- თქვენს ქვეყანას ამ ბოლო თვეების განმავლობაში ღრმა პოლიტიკური კრიზისი ჰქონდა. ეს ამოწურულია?

მომავალი ადგილობრივი არჩევნები ამას გვიჩვენებს. პოლარიზაციის გადალახვა ძალიან რთულია. 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალუციური მთავრობა აუცილებელია. თუმცა, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია.

- თქვენ კიდევ გაქვთ ევროკავშირში გაწევრიანების მოლოდინი

საქართველოს განვითარების ერთადერთი პერსპექტივა ევროპაა. ამ ინტეგრაციის ფირმა და თარიღი ევროკავშირის ევოლუციაზეა დამოკიდებული. ამ ლოდინისას კი, უნდა მივიღოთ ყველაფერი, რისი მიღებაც შესაძლებელია: ჩვენ შევუერთდით ისეთ ევროპულ პროგრამებს, როგორიც ერასმუსია, განხორციელდა ვიზალიბერალიზაცია, გაიხსნა ბაზრები. საქართველო გულით ევროპულია და თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო და უფრო ასეთი ხდება. მას კიდევ უფრი მეტად შეუძლია იყოს ევროპული.

- ნატოში გაწევრიანება კვლავ თქვენი მიზანია?

დიახ. ეს ის პროცესია, რომელიც პარალელურად მიმდინარეობს, და გარკვეულწილად, თითქმის უფრო ადვილია. საქართველო წარმოდგენილი იყო ავღანეთში. ჯარის თავსებადობა ძალიან წინ წასული პროცესია. წლებია ნატოსთან ერთად წვრთნები გვაქვს.

- თუმცა, რუსეთი დაგანებებთ, რომ ბოლომდე მიიყვანოთ ეს მიზანი?

საგარეო საქმეთა მინისტრობისას, ჩემს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრებისას ხშირად წამოიჭრებოდა ნატოში გაწევრიანების საკითხი. რუსეთის პოზიცია შემდეგი იყო:  - ალიანსის არჩევანი სუვერენულია, მაგრამ ის არ უნდა იყოს რუსეთის წინააღმდეგ მიმართული და მართალია, ის არ არის დაკავშირებული გაწევრიანების გადაწყვეტილებასთან, ახსნა მაინც საჭიროა.

პრობლემა ისაა, რომ რუსეთმა დაამძიმა თავისი პიზიციები ჩვენთან, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც უკრაინაში. ალიანსი არის ის ადგილი, სადაც მომავალი უნდა იყოს მყარი.

- როგორ შეაფასებდით თქვენს ურთიერთობებს რუსეთთან?

სრულიად გაყინული. არანაირი დიალოგი არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით მცირედ ტექნიკურ მიმოცვლას. თუმცა, ეს არასდროს იღებს პოლიტიკურ განზომილებას.

- პუტინთან უფრო მეტი სიმტკიცე ხომ არ არის საჭირო რათა მეტად გაიგოს?

სიმტკიცე საჭიროა რათა პატივი გცენ. თუმცა საჭიროა გამოსავლების შეთავაზება. მხოლოდ სანქციები შედეგს ვერ მოიტანს. თუმცა, ის, რაც აკლიაევროკავშირს არის ხედვა ამ კონფლიქტებიდან გამოსავალზე და რუსეთისათვის შეთავაზებები.

- რას გეუბნებათ ამერიკის წარუმატებლობა ავღანეთში?

ამ გამოწვევამ ვიეტნამი გამახსენა. ეს არასტაბილურობის ფაქტორია, განსაკუთრებით, რუსეთისთვის. ეს რეგიონი  გახდა მისი ჭეშმარიტი უკანა ეზო. ჩვენ იქ აღარ ვართ. როგორ უნდა გამოვიდეს ის ამ სიტუაციიდან? ეს ის შეკითხვაა, რომელიც მთელი მსოფლიოსათვის ძალიან აქტუალური იქნება.