საქართველოს პრეზიდენტმა ქართული რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის კლოდ სორელსა და რაგბისტ ძმებ იაშვილებს სახელმეიფო ჯილდოები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი 1997-2003 წლებში, კლოდ სორელი ოქროს საწმისის როდენით დააჯილდოვა. 

სახელმწიფო ჯილდო კლოს სორელს საქართველოს პრეზიდენტმა თავად  გადასცა ბორდოში, საქართველოსა  და საფრანგეთს ნაკრებებს შორის გამართული რაგბის მატჩის შემდეგ. 

ჯილდო კლოდ სორელს გადაეცა მსოფლიოში ქართული რაგბის პოპულარიზაციის, საქართველოში რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუტრებული პირადი წვლილისა და მისი მხარდაჭერის, ასევე წარმატებული სამწვრთნელო მოღვაწეობისათვის.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში რაგბის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის, წარმატებული სპორტული საქმიანობისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის რაგბისტი ძმები, გრეგუარ და დიმიტრი იაშვილები ღირსების მედლით დააჯილდოვა. 

,,არაფერი ისე არ აერთიანებს საქართველოსა და საფრანგეთს, როგორც რაგბი. რაგბის ისტორიული ფესვები შესაძლოა, საქართველოში იყოს - ,,ლელო“, რომელიც გარკვეულწილად ქართულ იდეტობას ქმნის, ბუნებრიობა, სპონტანურობა და სხვა ყველაფერი, თუმცა ქართული რაგბი ვერ გახდებოდა ის, რაც დღეს არის, რომ არა კლოდ სორელი. სწორედ ამიტომ ავირჩიე ეს სიმბოლური დღე, რათა თქვენთვის მომემართა და გადმომეცა ქართული ჯილდო, რომელიც ჩვენი უცხოელი მეგობრებისთვისაა გათვალისწინებული. 

გადმოგცემთ რა ამ ჯილდოს, რომელიც ოქროს საწმისის ორდენია, ოქროს საწმისი, რომელსაც ევროპელები კოლხეთში, ძველ საქართველოში ეძებდნენ. გადმოგცემთ რა ამ ჯილდოს, მრჩება შთაბეჭდილება, თითქოს ქართველს ვანიჭებ მას, რადგან, სპორტი საზღვრებგარეშეა. თქვენ საქართველოს მოუტანეთ რაგბის ტექნიკა, დისციპლინა და ამ სპორტის ხელოვნების ჭეშმარიტი პრაქტიკა. სწორედ თქვენი დამსახურებაა, რომ ქართულმა რაგბმა გადალახა საზღვრები და დღეს შეუძლია ითამაშოს და დამარცხდეს საფრანგეთთან. ძვირფასო კლოდ სორელ, ეს ჯილდო საქართველოს მიერ თქვენ მიმართ გამოხატული დაფაასებაა, იმისათვის რაც თქვენ და საფრანგეთმა ქართული რაგბისთვის გააკეთეთ.

დღეს ასევე, ჯილდოს გადმოგცემთ ძმებ იაშვილებს. ეს ჯილდო  თქვენთან ერთად ეკუთვნის მამათქვენსაც, რადგან ის ფრანგულ რაგბში იაშვილების დინასტიის პირველი წარმომადგენელი იყო და ასევე ეკუთვნის ბაბუათქვენს, რომელიც საფრანგეთში ფრანგული წინააღმდეგობის ჯგუფის წევრი იყო, რაც საამაყოა როგორც საფრანგეთის, ასევე, საქართველოსთვის. თქვენი ოჯახი და თითოეული თქვენგანი მაგალითია იმისა, თუ რისი მომტანია ინტეგრაცია და უცხოელის წარმატება საფრანგეთში. მაგალითი იმისა, თუ როგორ შეგვიძლია დავუბრუნოთ საფრანგეთს ყველა ის სიკეთე, რაც ქართველ ემიგრანტებს ამ ქვეყანამ მისცა. ეს ასევე, წარმომავლობის არდავიწყებისა და წინაპრების სამშობლოსადმი ერთულების შენარჩუნების მოდელია. 

მე მსურს, რომ ჯილდო, რომელსაც გადმოგცემთ, საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის, ჩვენი წარმატების და ერთმანეთისათვის საუკეთესოს გაზიარების ნიშანი იყოს. ამისათვის, საქართველის სახელით მადლობას გიხდით!“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.