ვარდების რევოლუციისადმი მიძღვნილი მონუმენტის პროექტი

(პროექტის ავტორი გაბრიელა ვონ ჰაბსბურგი)

ქვაში გამოსახული ვარდის მონუმენტი, რომელსაც ახალგაზრდები უძღვნიან ახალგაზრდებს, საქართველოსთვის გაღებული გმირული ქმედების უკვდავსაყოფად.

ახალგაზრდებს სურთ შეიკრიბონ, ისაუბრონ, დაისვენონ, გაირუჯონ მზეზე, დასხდნენ ერთად ან განმარტოვდნენ, შეუზღუდავად.

ქვები ჩამოვა საქართველოს ყველა კუთხიდან, კარიერებიდან, მდინარეებიდან და მთებიდან (საქართველო განსაკუთრებულად მდიდარია ქვის ნაირსახეობებით).

ქვაზე მუშაობასა და ჭრას განახორციელებენ სამხატვრო აკადემიის სტუდენტები. მხატვრული გადაწყვეტა იქნება ინდივიდუალური, რათა წარმოჩნდეს და აისახოს საქართველოს მრავალფეროვნება და მისი ლანდშაფტის ნაირფეროვნება. მონუმენტის ერთიანობას ქმნის მისი ფუნქციური ერთობა; თქვენ შეგიძლიათ ჩამოსხდეთ მასზე ნებისმიერი მხრიდან, ან, თუ გნებავთ, წამოწვეთ კიდეც.

ყოველი ქვა უნდა გვაგონებდეს მნიშვნელოვან პიროვნებას, საქართველოს თავისუფლების, რწმენისა და კულტურის სფეროდან; ადამიანებს, ვინც იყვნენ, ან არიან პასუხისმგებელნი სახელმწიფოზე; მათ ღვაწლს, კულტურის, მეცნიერების, სპორტისა თუ საზოგადოებრივ სარბიელზე.

ყოველი ქვა უნდა იყოს შემოწირული. ყოველ ქვაზე აღნიშნული იქნება იმ ადამიანის სახელი და გვარი, ვისაც იგი ეძღვნება.

მემორიალური მონუმენტის გვერდით აღიმართება დაფა, რომელზეც აღიბეჭდება ყოველი სპონსორის სახელი და ყოველი ქვის ისტორია.

ეს არის შანსი რომ კომპანიები, კერძო პირები, ჯგუფები, სოფლები და ქალაქები – საქართველოს ყოველი კუთხე საკუთარი შესაძლებლობიდან გამომდინარე ჩაებას ამ ღონიესძიებაში. ერთადერთი ხარჯი, რასაც სპონსორი გაიღებს, იქნება ქვა, მისი ტრანსპორტირება, წარწერა და დამონტაჟება.


გაბრიელა ვონ ჰაბსბურგი და მიხეილ საკაშვილი

თუ გსურთ გახდეთ მონუმენტის ნაწილი, დაუკავშირდით ელენე ჟვანიას
Tel: 899 90 64 66;
Email: elenejvania@hotmail.com