მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 26 ნოემბრის N928 ბრძანებულება

საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება
 

№928  2013 წლის 26 ნოემბერი  ქ. თბილისი
 

შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ
 

საქართველოს პრეზიდენტისათვის მსჯავრდებულთა შეწყალების კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებაში ხელშეწყობის მიზნით, „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტბის შესაბამისად: (8.04.2014 N 139 ამოქმედდეს 2014 წლის 27 მარტიდან)
1. შეიქმნას შეწყალების საკითხთა კომისია შემდეგი შემადგენლობით: (27.03.2015 N 102)
 
ზვიად ქორიძე - ჟურნალისტი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი, კომისიის თავმჯდომარე
ლია მუხაშავრია - იურისტი, უფლებადამცველი
თამარ ხიდაშელი - იურისტი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი
ეკა გიგაური - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი
ვასილ (ბასა) ჯანიკაშვილი - მწერალი, დრამატურგი
რევაზ კიკნაძე - სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი
კონსტანტინე ჯანდიერი - მწერალი
უჩა ნანუაშვილი - საქართველოს სახალხო დამცველი
გივი შაჰნაზარი - მწერალი
მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე)  
-
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი.
2. კომისიის შემადგენლობაში მუდმივი წევრის სტატუსით შეყვანილ იქნეს საქართველოს სახალხო დამცველი.
3. კომისიის თავმჯდომარის საქმიანობა ანაზღაურებადია. კომისიის თავმჯდომარის შრომის ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.
4. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
5. ამოღებულია (8.04.2014 N 139 ამოქმედდეს 2014 წლის 27 მარტიდან)
6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის N212 ბრძანებულება.
7. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
 
საქართველოს პრეზიდენტი                                           გიორგი მარგველაშვილი