სიახლეები

09.10.2020

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 33-ე ყოველწლიურ ღონისძიებაში ,,ქართველოლოგიის დღე“ მიიღო მონაწილობა, რომელიც ვესტმინსტერის უნივერსიტეტის, დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოსა და ბრიტანულ-ქართული საზოგადოების ორგანიზებით ჩატარდა. პრეზიდენტმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

07.10.2020

საქართველოს პრეზიდენტი ეროვნულ ბიბლიოთეკაში ემიგრაციის მუზეუმისათვის ცნობილი ქართველი ემიგრანტის, დათა ვაჩნაძის არქივის გადაცემას დაესწრო.

05.10.2020

,,თქვენს ლოცვას დიდი ძალა აქვს, დღეს როცა ჩვენი ორი მოძმე ქვეყანა ომობს და კავკასიის წმინდა მიწაზე კვლავ იღვრება ძმების სისხლი თქვენი ლოცვა მშვიდობისთვის მწამს აგვაცილებს განსაცდელს და მოგვიტანს მშვიდობას“, - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს დღეს საპატრიარქოში უწმინდესისა და უნეტარესისათვის საპატიო დოქტორის (honoris causa) ხარისხის მინიჭების ცერემონიაზე.

03.10.2020

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ქართული საზოგადოების სახელით, ღრმა მწუხარება გამოთქვა იმ მსხვერპლის გამო, რომელიც ორ მეზობელ და მეგობარ ქვყანას შორის კონფლიქტს მოჰყვა

02.10.2020

საქართველოს პრეზიდენტი დღეს შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ან ლინდეს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

02.10.2020

ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, პრეზიდენტმა ელჩთან შეხვედრა გამართა

02.10.2020

ორბელიანების სასახლეში სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტმა დიპლომატთან შეხვედრა გამართა, რომელზეც მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

02.10.2020

ვიდეოზარის საშუალებით გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს როგორც რეგიონში შექმნილი ვითარება და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარების, ასევე, საქართველო - ისრაელის ძალიან მჭიდრო კავშირების გაღრმავების საკითხები

01.10.2020

 უნდა განვაგრძოთ იმ არასასურველ სოციალურ სტერეოტიპებთან ბრძოლა, რომლებიც ასაზრდოებენ უთანასწორობასა და დისკრიმინაციას