Авебдаҟьа  арҿыцра апроцесс мҩаҧысуеит

Қырҭтәыла ахада иофициалтә вебдаҟьа


დავით კაშია - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელი

 


დავით კაშია დაიბადა 1980 წლის 18 მარტს ქ. თბილისში. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. მინიჭებული აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2004 წელს გაიარა სასწავლო პროგრამა სამართალდამცავ ორგანოთა საერთაშორისო აკადემიაში, აშშ, ნიუ-მექსიკო, ქ. როზველი.

2002-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტში სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის - საჯარო სამართლის სამმართველოს უფროსად, სამართალშემოქმედების სამმართველოს უფროსად, დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ, 2008 წელს - საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიულ სამმართველოში უფროს პროკურორად.

009 წელს იყო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოქალაქეთა კონსტიტუციური  უფლებების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე.
2010 წელს მუშაობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში, ხოლო 2011-2013 წლებში - კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს იურიდიულ დეპარტამენტში (2012-2013 წლებში იყო იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი).

2013 წლის 23 დეკემბრიდან დავით კაშია დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ, ხოლო 2019 წლის პირველი ნოემბრიდან - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელად.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.