Авебдаҟьа  арҿыцра апроцесс мҩаҧысуеит

Қырҭтәыла ахада иофициалтә вебдаҟьа


დარსანია თეა - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი

თეა დარსანია დაიბადა 1970 წლის 8 აპრილს ქ. ზუგდიდში. 1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი.

თეა დარსანია 1987-1997 წლებში მუშაობდა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში.

1997 წლიდან მუშაობა დაიწყო ფონდ „კონსტანტაში“ სესხის ოფიცრად, 1998 წლიდან გადავიდა ამავე ორგანიზაციაში უფროსი მოლარის, 1999-2007 წლებში - ბუღალტრის, ხოლო 2007 წლიდან - ქოლცენტრის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.

2008-2012 წლებში მუშაობდა სს „საქართველოს ბანკში“ სერვისცენტრის მენეჯერის, ხოლო 2012-2014 წლებში - საოპერაციო პერსონალის დაგეგმვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.

2014-2017 წლებში მუშაობდა ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსად. 2017-2019 წლებში იყო შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი+“-ს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი.

2019 წლის პირველი აგვისტოდან თეა დარსანია დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელად.
ჰყავს ერთი შვილი.