Авебдаҟьа  арҿыцра апроцесс мҩаҧысуеит

Қырҭтәыла ахада иофициалтә вебдаҟьа

Аусбарҭа | Қырҭтәыла ахада иусбарҭа аиҳабы | წინამორბედი ადმინისტრაციის უფროსი - ლაშა ჟვანია

ლაშა ჟვანია

დაიბადა 1973 წლის 14 ოქტომბერს. 1995 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.                                                                                           bio-(4).jpg

                                                                                                       
1995-1998 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და დევნილთა სამართლის საკითხთა  მკვლევარი (LLM). 1995 წელს გაიარა ლიდსის უნივერსიტეტის პოლიტიკისა და დიპლომატიის კურსი (CPDS). 1998 წელს გაიარა ადამიანის უფლებათა სასწავლო კურსი ბირმინგემის უნივერსიტეტში.                                                                           
ლაშა ჟვანიამ 1993 წელს სტაჟირება, ხოლო 1995 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის მე-3 მდივნად, 1995-1998 წლებში სხვადასხვა დროს იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიის სამმართველოს მესამე მდივანი, აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების სამმართველოს მესამე მდივანი, დსთ-ს ქვეყნების დეპარტამენტის მრავალმხრივი ურთიერთობების მეორე მდივანი. 1998-2002 წლებში იყო ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი, შემდეგ კი კონსული.
2002-2003 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ამავე პერიოდში იყო საქართველოს ანტიკორუფციული საბჭოს წევრი.
2004 წელს დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ.
2005-2008 წლებში - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კვიპროსის რესპუბლიკაში.
2008 წელს არჩეულ იქნა საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრად.
2008-2009 წლებში იყო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.
2009 წელს დატოვა თანამდებობა და დააარსა საკონსულტაციო და მენეჯმენტის კომპანია Global Uni Group.
2010 წლიდან ხელმძღვანელობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორეს კულტურის, მეცნიერებისა და სულიერების აღორძინებისა და განვითარების საერთაშორისო ფონდს. 
2018 წლის 17 დეკემბერს ლაშა ჟვანია დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად.
ფლობს ინგლისურს, ივრითსა და რუსულს.
2004 წელს მიენიჭა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.