Авебдаҟьа  арҿыцра апроцесс мҩаҧысуеит

Қырҭтәыла ахада иофициалтә вебдаҟьа

Аусбарҭа | Қырҭтәыла ахада ибжьгаҩцәа | დიმიტრი გაბუნია​

დიმიტრი გაბუნია​ - საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი
 

foto.jpgდიმიტრი გაბუნია დაიბადა 1977 წლის 10 თებერვალს. 1999 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1999-2001 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტურაში.
1997-1999 წლებში გაიარა სასწავლო პრაქტიკა საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტში, 1997-1998 წლებში გავლილი აქვს ტრენინგები კონფლიქტოლოგიისა და მოლაპარაკებების სტრატეგიის, საკანონმდებლო ტექნიკისა და კანონშემოქმედებითი პროცესის (USAID, AED) მიმართულებით, მონაწილეობდა სახელმწიფო სამართლებრივ ოლიმპიადაში „ადამიანი და კონსტიტუცია“.
2000 წელს სწავლობდა ცენტრალური ევროპის საკონსტიტუციო და საკანონმდებლო პოლიტიკის ინსტიტუტში (COLPI) ქ. ბუდაპეშტი.
1996-1999 წლებში დიმიტრი გაბუნია იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო საბჭოს წევრი, სამოქალაქო სამართლის განყოფილების უფროსი, 1998-1999 წლებში - საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სტაჟიორი. 1999-2000 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წამყვან სპეციალისტად. 2000-2003 წლებში იყო იურიდიული ფირმის - „კორძაძე და სვანიძე - ადვოკატები“ ადვოკატი. 2003-2007 წლებში მუშაობდა თბილისის საარბიტრაჟო პალატის დირექტორად. 2003-2005 წლებში იყო „კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ ადვოკატი, 2005 წლიდან 2018 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით - საადვოკატო ბიუროს „გაბუნია და პარტნიორები“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. 2010 წელს დააფუძნა შპს „ადვოკატთა სკოლა“.
2018 წლის 18 დეკემბრიდან დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად.
ფლობს ინგლისურსა და რუსულს.