Авебдаҟьа  арҿыцра апроцесс мҩаҧысуеит

Қырҭтәыла ахада иофициалтә вебдаҟьа

Аусбарҭа | Қырҭтәыла ахада ибжьгаҩцәа | ხატია მოისწრაფიშვილი

ხატია მოისწრაფიშვილი - საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი

ხატია მოისწრაფიშვილი დაიბადა 1971 წლის 14 იანვარს. 1988-1993 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე. 1993-1995 წლებში ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში გაიარა ეთნოგრაფიისა და ეთნოლოგიის სამაგისტრო კურსი, 1996 წელს - BBC-ის ტელეჟურნალისტიკის სპეციალური კურსი.
1994-1995 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრესმენეჯერი, 1995-1997 წლებში - საქართველოს სახელმწიფო კანცელარიასთან არსებული ეკონომიკური რეფორმების საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის კონსულტანტი. 1995-2000 წლებში იყო საქართველოს ტელე-რადიო კორპორაციის ინფორმაციის მთავარი რედაქციის პროგრამის „მოამბეს“ წამყვანი და კორესპონდენტი.  ამავე წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის პრესოფიცერი.  2003-2004 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია „იმედის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად, 2004-2007 წლებში იყო გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის UEDC-ის (United Energy Distribution Company, PA CONSALTING) საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი, 2006-2007 წლებში - ტელეკომპანია „მზის“ ყოველდღიური სატელევიზიო ანალიტიკური პროგრამის „კაპიტალის“ ავტორი და წამყვანი. 2007-2008 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია „მზის“ საინფორმაციო პროგრამების წამყვანად. 2008-2010 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, 2010-2011 წლებში კი ქართულ-ამერიკული იურიდიული კომპანიის ELG-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. 2012 წლებში მუშაობდა ქართულ-ავსტრიული ერთობლივი საწარმოს „ჩიზკოს“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად. 2008-2012 წლებში იყო ყოველკვირეული ანალიტიკური ინტერაქტიული რადიოგადაცემის - „კანონი ხატია მოისწრაფიშვილთან ერთად“ - ავტორი და წამყვანი, 2012 წლიდან მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსად.
2018 წლის 31 დეკემბრიდან დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერად.
 
ფლობს ინგლისურსა და რუსულს. 
 
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.