Авебдаҟьа  арҿыцра апроцесс мҩаҧысуеит

Қырҭтәыла ахада иофициалтә вебдаҟьа

Аусбарҭа | Қырҭтәыла ахада ибжьгаҩцәа | ქეთევან თათოშვილი
ქეთევან თათოშვილი- საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ჯანდაცვის, სოციალურ, ინოვაციებისა და ბიზნესსექტორთან ურთიერთობის საკითხებში

ქეთევან თათოშვილი დაიბადა 1981  წლის 23 მაისს. 1998-2004 წლებში სწავლობდა დავით ტვილდიანის სამეცნიერო უნივერსიტეტის (უმაღლესი სამედიცინო სკოლა) სამკურნალო ფაკულტეტზე. 2009-2010 წლებში გაიარა კავკასიის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის ბიზნესის ადმინისტრირების არასრული კურსი, ხოლო 2011-2014 წლებში - გრენობლის მართვის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი და პირველი რანგის საერთაშორისო მენეჯერის ტიტული. 2015-2018 წლებში სხვადასხვა დროს გაიარა INSEAD-ისა და WHARTON-ის ბიზნესსკოლების სასწავლო კურსები და მიღებული აქვს შესაბამისი სერტიფიკატები.
ქეთევან თათოშვილი 2004-2006 წლებში მუშაობდა მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური კლინიკის ხარისხის მართვის მენეჯერად, ამავდროულად, 2005-2006 წლებში იყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დამხმარე სპეციალისტი. 2006 წლის დასაწყისში იყო ევროპის საბჭოს (საფრანგეთი) სტაჟიორი. 2006-2012 წლებში სხვადასხვა დროს იყო ABT ASSOCIATES INC-ის ჯანდაცვის სექტორის რეგულირების კოორდინატორი და პროგრამების ოფიცერი/უფროსი კონსულტანტი, 2012-2015 წლებში კი USAID HSSP, ABT ASSOCIATES INC-ის დირექტორის მოადგილე. 2015-2018 წლებში იყო MICROSOFT CORPORATION, MICROSOFT GEORGIA-ს საჯარო სექტორის მენეჯერი (საქართველო და მოლდოვის რესპუბლიკა).
2019 წლის პირველ თებერვალს ქეთევან თათოშვილი დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად ჯანდაცვის, სოციალურ, ინოვაციებისა და ბიზნესსექტორთან ურთიერთობის საკითხებში.
 
ფლობს ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს.