Авебдаҟьа  арҿыцра апроцесс мҩаҧысуеит

Қырҭтәыла ахада иофициалтә вебдаҟьа

Аусбарҭа | Қырҭтәыла ахада ибжьгаҩцәа | ქეთევან მახარაშვილი

ქეთევან მახარაშვილი - საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის, ადამიანის უფლებების, გენდერულ და უმცირესობების საკითხებში
 

ქეთევან მახარაშვილი დაიბადა 1973 წლის 2 იანვარს. 1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი, 1994 წელს - ემორის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ფაკულტეტი (ატლანტა, ჯორჯიის შტატი, აშშ).

ქეთევან მახარაშვილმა 1994 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოში გაეროს ოფისში უმცროს ასისტენტად. 1996 წელს იყო საერთაშორისო განვითარებისა და ენერგეტიკის ასოციაციის (IDEA) ადმინისტრაციული ასისტენტი. 1996-1999 წლებში იყო ევროკავშირის ტრასეკას პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა პროექტის ასისტენტი, შემდგომში - იურისტი, 1999-2003 წლებში - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID/Caucasus) კავკასიის მისიის იურისტი, სამართლებრივი პროექტების კოორდინატორი, 2003-2004 წლებში - იურიდიული ფირმის „ბი-ელ-სის“ ადვოკატი.

2004-2008 წლებში ქეთევან მახარაშვილი იყო მე-6 მოწვევის პარლამენტის, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის - დემოკრატების“ წევრი. ამ პერიოდში გახლდათ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების წევრი, აგრეთვე, „ათასწლეული საქართველოს ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს, ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოსა და ენერგეტიკის სექტორში არსებულ დარღვევათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი. გარდა ამისა, ქეთევან მახარაშვილი იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული თანასწორობის საკითხების საკონსულტაციო საბჭოს კოორდინატორი.

2008-2012 წლებში საქართველოში მოქმედ სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამებსა და პროექტებში ქეთევან მახარაშვილი ეწეოდა საკონსულტაციო საქმიანობას. 2012-2016 მუშაობდა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ გაეროს განვითარების პროგრამის კომპონენტის მენეჯერად. 2016 წლის ოქტომბერში დაინიშნა განათლებისაAnchor და მეცნიერების სამინისტროს სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორად.

2019 წლის 4 იანვრიდან დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველ მოადგილედ.
2019 წლის 1 მაისიდან დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად საერთაშორისო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის, ადამიანის უფლებების, გენდერულ და უმცირესობების საკითხებში.
ფლობს ენებს - ინგლისურსა და რუსულს.