მიმართვები

12.09.2018

საქართველოს პრეზიდენტმა 5 წლიანი მუშაობა შეაფასა, შიდაპოლიტიკურ, საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსეთის აგრესიაზე, ოკუპაციაზე და რუსულ პროპაგანდაზე ისაუბრა.

11.09.2018

საქართველოს პრეზიდენტის სახელით, პრეზიდენტის სასახლეში, თბილისის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებისათვის მიღება გაიმართა.

31.08.2018

აღნიშნული განცხადება დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სასახლეში ლატვიის ყოფილ პრეზიდენტთან ვალდის ზატლერსთან საჯარო ლექციაზე გააკეთა, რომელსაც სტუდენტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

23.08.2018

როგორც ანგელა მერკელმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას აღნიშნა, მან პირობა შეასრულა და საქართველოს ესტუმრა.

20.08.2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არასამთავრობო სექტორსა და პროფესიულ წრეებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევაში აქტიური ჩართულობისაკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ იგი არასამთავრობოების მიერ შერჩეულ კანდიდატს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.

08.08.2018

რუსეთის სამხედრო აგრესიის 10 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სენაკში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 ქვეითი ბრიგადას ეწვია.

07.08.2018

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მრგვალი მაგიდის - „ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

01.08.2018

,,თქვენი მონაწილეობა ამ წვრთნებში იმ სტაბილურობის და მშვიდობის გარანტიაა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლებები ემსახურებიან'' - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მრავალეროვნულ წვრთნებში მონაწილე სამხედროებს და სწავლება - „ღირსეული პარტნიორი 2018“ გახსნა.

20.07.2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ" პროექტის ფარგლებში საჯარო ლექცია წაიკითხა, რომელსაც სტუდენტები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

17.07.2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე დაასახელა.