მიმართვები

19.02.2019

საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტებმა პარიზში, ელისეს სასახლეში შეხვედრის შემდეგ, ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

18.02.2019

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ, პარიზში პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში SciencesPo საჯარო ლექცია წაიკითხა - "საქართველო და ევროპა, შესაძლებლობები ცვალებად გარემოში“.

18.02.2019

პრეზიდენტის აზრით, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მრავალრიცხოვნობის გამო, აუცილებელია, ქართულ დიასპორას ჰყავდეს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში.

10.02.2019

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრეზიდენტს, საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში, შეუძლია რეგიონის ადვოკატირება, რეგიონსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის შუამავლის როლის აღება რეგიონის გაძლიერებასთან დაკავშირებით.

08.02.2019

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელები მოინახულა.

28.01.2019

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტი შეაჯამა და ვიზიტის შედეგების შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

23.01.2019

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მისი პირველი საგარეო ვიზიტი ბრიუსელში კიდევ ერთი დემონსტრირებაა იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი კავშირები ნატო-სთან.

23.01.2019

შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა, ჟან კლოდ იუნკერმა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა იოჰანეს ჰანმა მედიისათვის ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

14.01.2019

სახელმწიფო დროშის დღის აღსანიშნავად, ათონელის ქუჩაზე მდებარე საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, დროშის აღმართვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა.