მიმართვები

11.01.2019

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ათონელის ქუჩაზე მდებარე სასახლეში, პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

05.01.2019

სალომე ზურაბიშვილი საზეიმო ღონისძიებაზე გიგა ოთხოზორიას შვილებთან და 87 წლის თერთმეტშვილიან ქალბატონთან ერთად მივიდა.

31.12.2018

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოსახლეობას ახალი წელი ათონელზე მდებარე სასახლიდან მიულოცა.

26.12.2018

პრეზიდენტმა 2018 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი - მსოფლიო თასის ხუთგზის გამარჯვებული, ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი ეტლით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანი და2018 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი კაცი - მსოფლიო ჩემპიონი, მსოფლიო თასის ორგზის გამარჯვებული პარაძიუდოში ზვიად გოგოჭური დააჯილდოვა.

19.12.2018

ძალიან ნიშანდობლივია, რომ სწორედ ახლა, როდესაც ჩვენ დამოუკიდებლობის აღდგენის ასიწლისთავს ვზეიმობთ, მე, ემიგრაციაში დაბადებული, გავხდი საქართველოს პრეზიდენტი.

16.12.2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილება თელავში გამართულ ინაუგურაციაზე გადააბარა.

07.12.2018

გიორგი მარგველაშვილი სასახლეში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას დაესწრო და ფონდის დაფინანსებით განხორციელებული პროექტების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

03.12.2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღო. გიორგი მარგველაშვილისა და სალომე ზურაბიშვილის პირისპირ შეხვედრა ავლაბარში, პრეზიდენტის სასახლეში შედგა.

11.11.2018

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი ელისეის სასახლეში ემანუელ მაკრონის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრნენ, რომლითაც ემანუელ მაკრონმა პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ცერემონია გახსნა.

11.11.2018

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი პარიზში, ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონების სახელით, პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ  ვახშამს დაესწრნენ.