მიმართვები

10.11.2018

საქართველოს პრეზიდენტმა, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. გიორგი მარგველაშვილმა ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის რესპუბლიკის პირველი რეზიდენტი ელჩი საქართველოში ბერნარ ფასიე, სიკვდილის შემდეგ, ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

01.11.2018

საქართვლოს პრეზიდენტმა მთავრობას სასწრაფოდ და ინტენსიურ რეჟიმში უშიშროების საბჭოს ჩამნაცვლებელი სტრუქტურის შექმნისა და დაპირების შესრულებისაკენ მოუწოდა.

29.10.2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და პირველ რიგში მადლობა გადაუხადა ქართულ საზოგადოებას უმნიშვნელოვანეს, დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობის მიღებისათვის.

28.10.2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი მთაწმინდის საარჩევნო ოლქის მეექვსე საარჩევნო უბანზე გააკეთა.

23.10.2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლიდერთა ფორუმის მონაწილეებს და სტენფორდის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებების პროფესორს ფრენსის ფუკუიამას სასახლეში მიღებაზე უმასპინძლა.

16.10.2018

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მთავრობის სხდომაზე მისი მონაწილეობით სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირების და მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საკითხების განხილვას ითხოვს.

27.09.2018

გიორგი მარგველაშვილმა ნიუ იორკში XIV საერთაშორისო ფორუმი „მშვიდობისა და განვითარების შენარჩუნება ცვალებად სამყაროში“ გახსნა და სხვადასხვა ქვეყნის ყოფილ და მოქმედ ლიდერებს სიტყვით მიმართა.

21.09.2018

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ მიღებაზე გამოიფინა ის წიგნები, რომლითაც საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება.

12.09.2018

საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში სამუშაო ვიზიტად მყოფი ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სასახლეში მიიღო.