Under Reconstruction

Official web site of the President of Georgia

Press Office   News   ეროვნული პრემიის კომისია 2019 წლის 10 სექტემბრიდან აცხადებს კონკურსს საქართველოს ეროვნული პრემიის მო

ეროვნული პრემიის კომისია 2019 წლის 10 სექტემბრიდან აცხადებს კონკურსს საქართველოს ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად

 
პრემიის მინიჭების პირობები:
 
საქართველოს ეროვნული პრემია (შემდეგში - პრემია) პირს ენიჭება საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისა ან ნაშრომთა ციკლისათვის, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ ან/და ეკონომიკურ განვითარებაში.
პრემია გაიცემა ყოველწლიურად, არა უმეტეს ორისა, თითოეული 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. პირს, რომელიც მოიპოვებს საქართველოს ეროვნულ პრემიას, გადაეცემა ლაურეატის დიპლომი, სამკერდე ნიშანი და შესაბამისი ფულადი გასაცემელი.
 
  • წარდგენის წესი/ნაშრომის წარდგენისათვის დადგენილი პირობები:
 
  • პრემია, როგორც წესი, ენიჭება საქართველოს მოქალაქეს. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პრემია შეიძლება მიენიჭოს უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს.
  • პრემიის მოსაპოვებლად კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ შესაბამისი ავტორიტეტისა და კომპეტენციის მქონე იმ სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებს, შემოქმედებით ან სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს, რომლებიც საქმიანობენ მეცნიერების შესაბამის დარგში. პრემიის მოსაპოვებლად შესაძლოა ავტორთა ჯგუფის/თანაავტორთა წარდგენა.
  • პირი არ შეიძლება წარდგენილი იყოს ორი პრემიის მოსაპოვებლად ერთი სამეცნიერო ნაშრომის/ნაწარმოებისათვის.
  • პრემია შეიძლება მიენიჭოს გარდაცვლილ მეცნიერს ან/და ავტორს იმ შემთხვევაში, თუ მისი ნაშრომი/ნაწარმოები გამოქვეყნდა საკონკურსო განაცხადების მიღების დასრულებამდე და აკმაყოფილებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილ პირობებს. მეცნიერების შესაბამის დარგში პრემიის მოსაპოვებლად წარდგენა დასაშვებია მხოლოდ სამეცნიერო ნაშრომის/ნაწარმოების გამოქვეყნებისა და/ან მისი პრაქტიკული განხორციელების შემდეგ.
  • დაუშვებელია ერთი და იმავე ნაშრომის განმეორებით წარდგენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნაშრომი საკონკურსოდ დაშვებული არ იქნა ტექნიკური ხარვეზის გამო.
 
  • მონაწილეობისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია:
 
  • წარდგინება ნაშრომის აღწერა-დახასიათებითა და იმ განსაკუთრებულიღირსებების აღნიშვნით, რომლებიც გახდა ავტორის პრემიის მოსაპოვებლად წარდგენის საფუძველი. დოკუმენტს ხელს უნდა აწერდეს წარმდგენი ორგანიზაციის ხელმძღვანელი/საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი. საკონკურსო ნაშრომის შესახებ პრესაში გამოქვეყნებული რეცენზიები და/ან სხვა მასალა (მათ შორის, აუდიო, ვიდეო, ფოტო მასალა) ნაშრომზე წარმოდგენის შესაქმნელად.
  • სამეცნიერო ნაშრომი 9 ეგზემპლარად (მათ შორის, ერთი ორიგინალი მაინც).
  • კანდიდატის ბიოგრაფია (CV). კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი.
 
საკონკურსო განაცხადისა და თანდართული მასალის მიღების ვადა და ადგილი:
 
საქართველოს ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები მიიღება კონკურსის გამოცხადებიდან 2019 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში (მისამართი: გ. ათონელის ქუჩა N25), დასვენებისა და უქმე დღეების გარდა, სამუშაო დღის 10.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე.

          
                                                   ეროვნული პრემიის  კომისიის შემადგენლობა:
 
ზვიად გაბისონია - ეროვნული პრემიის კომისიის თავმჯდომარე
 
კომისიის წევრები:
 
ირინე აბულაძე
ავთანდილ კასრაძე
გიორგი კვესიტაძე
გიორგი შარვაშიძე
არჩილ ფრანგიშვილი
თენგიზ ცერცვაძე
დიანა ძიძიგური
თამარ ჯობავა

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება


 
Add to Twitter Add to Facebook