Under Reconstruction

Official web site of the President of Georgia

Press Office   News   საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიო ბანკის ჯგუფთან მსოფლიო ბანკის მიერ რეფორმების მხარდაჭერის საკითხები

საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიო ბანკის ჯგუფთან მსოფლიო ბანკის მიერ რეფორმების მხარდაჭერის საკითხები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მსოფლიო ბანკის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორთან ფრანკ ჰემსკერკთან შეხვედრისას ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საქმეში მსოფლიო ბანკის წვლილი განიხილა, რომელიც საქართველოს ერთ -ერთი მთავარი პარტნიორია და ხელს უწყობს საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერას და რეფორმის განხორციელებას თითქმის ყველა სექტორში.
მსოფლიო ბანკი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ძირითად რეფორმებს, რომლებიც მიზნად ისახავს ფინანსურ სექტორის სტაბილურობის ხელშეწყობას, მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსების გაუმჯობესებას და ღრმა და ყოვლისმომცველი ფინანსური სისტემის ჩამოყალიბებას.
შეხვედრისას საუბარი შეეხო "ქვეყნის პარტნიორობის სტრატეგიის" (2014-2017) სამოქმედო გეგმას, რომლის მიზნად ისახავს დაეხმაროს საქართველოს სწრაფ, ყოვლისმომცველ და მდგრად განვითარებაში და მეტი ყურადღება მიექცეს სოციალურ პრობლემებსა და სიღარიბის დაძლევის მეთოდებს. ამ მიზნის მისაღწევად, მსოფლიო ბანკი ყურადღებას ამახვილებს ორი სტრატეგიულ მიმართულებაზე: საჯარო სამსახურის გაძლიერებაზე და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებით კერძო სექტორის მიერ სამუშაო ადგილების შექმნაზე.
როგორც შეხვედრისას აღინიშნა, მსოფლიო ბანკმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში "კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ოპერაციის" პროექტის განხორციელებით, რომელიც მხარს უჭერდა კერძო და საფინანსო სექტორის რეფორმებს: დეპოზიტის დაზღვევის სისტემის რესტრუქტურიზაციას, სადაზღვევო ბაზრის სიჯანსაღისა და გადახდისუნარიანობის გაზრდას,საპენსიო სისტემის რეფორმირების მიმართულებით გრძელვადიანი დანაზოგების წახალისებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე.
Add to Twitter Add to Facebook