საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია „დიმიტრი ცინცაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდის“ დონორი და პარტნიორი გახდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები ყოველთვიურად დაეხმარებიან ფონდს, რომელიც თავის მხრივ, უკვე შვიდი წელია ფინანსურ დახმარებას უწევს ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვებს.