პრეზიდენტი იუსტიციის ახლადდანიშნულ მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის ახალ მინისტრთან, რატი ბრეგაძესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრეს.