საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი 11th Monaco Blue Initiative -ის ფარგლებში გამართულ ონლაინდისკუსიას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ჯანდაცვის, სოციალურ, ინოვაციებისა და ბიზნესსექტორთან ურთიერთობის საკითხებში ქეთევან თათოშვილი "მონაკოს მე-11 ლურჯი ინიციატივის" /11th Monaco Blue Initiative ფარგლებში გამართულ ონლაინდისკუსიას დაესწრო, რომელიც ზღვის დაცული ტერიტორიებისა და სხვა კონსერვაციული ზომების საკითხის აქტუალიზაციას, მათი განვითარების შესაძლებლობებსა და ერთობლივ ქმედებებს მიეძღვნა.
 
ღონისძიება მისი უმაღლესობა პრინც ალბერტ II-ის ფონდისა და ოკეანოგრაფიის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა. 
 
დისკუსია ზღვის ბიომრავალფეროვნების დაცვის, ზღვის რესურსების მდგრადი გამოყენების და დაცული ტერიტორიების შენარჩუნების და განვითარების თემაზე გაიმართა.
 
შეხვედრაში მონაწილეობდნენ გარემოს დაცვის მიმართულებით ევროკომისიის და საფრანგეთის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები. საუბარი შეეხო ასევე, Covid-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში, ზღვის ეკოლოგიაზე აქცენტის შენარჩუნებისა საკითხს.
 
როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა ონლაინშეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო გამოცდილების გაზიარების და სამომავლო პერსპექტივების კუთხით. 
 
"საქართველოს პერსპექტივიდან გამომდინარე, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია ეს საკითხი შავი ზღვის ბიომრავალფეროვნების და ეკოსისტემის შენარჩუნების და აღდგენის კუთხით", - განაცხადა ქეთევან თათოშვლმა.