მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

 

ნინო ცქიტიშვილი - საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი რეგიონებთან ურთიერთობის საკითხებში
 

ნინო ცქიტიშვილი დაიბადა ქ. თბილისში 1958 წლის 19 ნოემბერს. 1976-1980 წლებში სწავლობდა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, გეოლოგიის ფაკულტეტზე, 1989 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი.

ნინო ცქიტიშვილი 1999 წლიდან მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტში, 2005 წელს იყო  მოძრაობა „საქართველოს გზის“ მენეჯერი. 2006 წელს იყო პოლიტიკური პარტიის „სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, შემდგომში - ამავე პარტიის მენეჯერი, 2008-2010 წლებში - პოლიტსაბჭოს წევრი, ხოლო 2010-2014  წლებში ითავსებდა პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობას. 2017 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ხელმძღვანელობდა სალომე ზურაბიშვილის შტაბს, შემდეგ - მთაწმინდის მაჟორიტარის სალომე ზურაბიშვილის ბიუროს, ხოლო 2018 წელს ჩაბმული იყო დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში.

2018 წლის 27 დეკემბრიდან ნინო ცქიტიშვილი დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად რეგიონებთან ურთიერთობის საკითხებში.

ნინო ცქიტიშვილს ჰყავს მეუღლე და შვილი.