მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

​​საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრეზიდენტი იანოშ ადერი დელეგაციასთან ერთად ესტუმრა

​​საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრეზიდენტი იანოშ ადერი დელეგაციასთან ერთად ესტუმრა

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს არის უნგრეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი საქართველოში. 
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალური დახვედრის ცერემონია ხვალ გაიმართება. 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით,
უნგრეთი არის საქართველოს მეგობარი  და მხარდამჭერი ქვეყანაა. 

“უნგრეთი აქტიურად გვიჭერს მხარს ჩვენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. უნგრეთი აქტიურად მონაწილეობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში და უნგრეთი არის როგორც მოგეხსენებათ საქართველოს ერთიანობის და ტერიტორიული მთლიანობის ძალიან აქტიური დამცველი და მხარდამჭერი. პრეზიდენტი მოინახულებს, ასე ვთქვათ, საოკუპაციო ზოლს და ესტუმრება ერთ-ერთ სოფელს. მას ასევე შეხვედრა ექნება ევროკომოსიის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, რომ მათთან გაიაროს დეტალები როგორ შეიძლება უფრო მეტად რომ იყოს ჩართული უნგრეთი ამ თემაში და უფრო მეტი დახმარება გაგვიწიოს”,-
განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.