მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

​პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლების და სპორტის ცენტ

​პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლების და სპორტის ცენტრს ეწვივნენ

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლების და სპორტის ცენტრს ეწვია და ცენტრის ბენეფიციარებს სოციალურ საწარმოს "ჰერა" მიერ დამზადებული ადაპტირებული წიგნები გადასცა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სწორედ ამ დღისათვის დაამზადებინა სოციალურ საწარმოს "ჰერა", რომელშიც დასაქმებულნი არიან შშმ პირები, 50 ცალი ადაპტირებული წიგნი.
უსინათლოთა საერთაშორისო დღის აღნიშვნის მიზანი უსინათლოთა პრობლემებსა და გამოწვევებზე დიალოგის გააქტიურებაა.
როგორც პრეზიდენტის კონსულტანტმა სიმონ პეტრიდისმა აღნიშნა, დაიწყო მუშაობა უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლების და სპორტის ცენტრის ადაპტირებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაზე.
საქართველოში უსინათლოთა საერთაშორისო დღე 2010 წლიან აღინიშნება. უსინათლოთა საერთაშორისო დღე 13 ნოემბერი ფრანგი ვალენტინ ჰაუის დაბადების დღეა, ადამიანის, რომელმაც უსინათლოებისთვის პირველი სასწავლებელი დაარსა.