მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

ხელი შევუწყოთ ადამიანებს, ვინც ხელს შეუწყობს კრეატივის განვითარებას - გიორგი აბაშიშვილი

ხელი შევუწყოთ ადამიანებს, ვინც ხელს შეუწყობს კრეატივის განვითარებას - გიორგი აბაშიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა.  დოკუმენტს თანამშრომლობის შესახებ  ხელი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, ინოვაციებისა და ტექნოლოგების სააგენტოს ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ და სტარტაპ გრანდ თბილისის დამფუძნებელმა გიორგი თუხაშვილმა მოაწერეს. "მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ინოვაცია, იდეები, დაწყება ნულიდან, შექმნა ნულიდან, ეს არის ყველაზე დიდი მოტივი, რომლიც კი შეიძლება არსებობდეს ადამინების ცხოვრებაში. ყოველთვის ვიამაყებ თუ მცირედით მაინც ხელს შევუწყობთ კრეატივს. კრეატივზე დიდი ღირებულება არ არსებობს. მე ვიცი რომ კრეატივი არ იზომება, ვერ ფასდება.  მოდით კრეატივი ვაქციოთ უმაღლეს ფასად და მოდით ხელი შევუწყოთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც მერე ხელს შეუწყობენ კრეატივს",- აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა. 
მემორანდუმის მიზანია სტარტაპ ეკოსისტემის და საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობა. ღონისძიების ფარგლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უმასპინძლა სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლებს, ვისაც საშუალება ქონდათ შეხვედროდნენ და მოესმინათ ბრიჯიტ ბომანისთვის. იგი საქართველოში ევროკავშირის ადრეული ეტაპის ინვესტირების მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში იმყოფება. ბრიჯიტ ბომანი ევროპის წლის ენჯელ ინვესტორად დასახელდა. იგი ევროპელი ბიზნეს ენჯელების ქსელის პრეზიდენტი იყო, პირადად100-ზე მეტ კომპანიაში განახორციელა ინვესტიცია და ევროპაში ტოპ 50 სტარტაპ და ვენჩურ-კაპიტალისტ ქალს შორისაა. ახლა იგი Go Beyond- ს ხელმძღვანელობს, რომელიც ონლაინ ენჯელ საინვესტიციო პლატფორმას წარმოადგენს.