მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

ნათია სულავა კორონავირუსის პრევენციისათვის შექმნილ უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში ჩაერთო

ნათია სულავა კორონავირუსის პრევენციისათვის შექმნილ უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში ჩაერთო

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნათია სულავა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილ უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში ჩაერთო. 
 
კომისია, რომელიც პრემიერის განკარგულებით შეიქმნა, ყველა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელს აერთიანებს, რათა კოორდინირებულად განხორციელდეს კორონავირუსის თავიდან აცილება. 
 
საქართველოს პრეზიდენტი ვირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდან ფლობდა ინფორმაციას სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.