მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის ბრიფინგი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის ბრიფინგი

,,საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სახელით, კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ - 2021 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მასპინძელი საქართველო გახდა. გადაწყვეტილება გუშინ, მიუნხენში, ევროპული კალათბურთის მმართველმა ორგანომ მიიღო.

 

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ეს არის საქართველოს გამარჯვება და რეალურად ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპული სპორტული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდა. “სპორტის მეშვეობით ჩვენ კიდევ უფრო დავუახლოვდებით ევროპას“, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი“ - აღნიშნა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.