მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ბრიფინგი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ბრიფინგი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს მედიისათვის ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს პრეზიდენტის ვიზიტებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

,,დღეს, საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკაში გაემგზავრება. ხვალ, 15 მაისს, გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისა და ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რაიმონდს ვეიონისის შეხვედრა პირისპირ. პირისპირ შეხვედრის დასრულებისთანავე, იგეგმება საქართველოს პრეზიდენტისა და ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით აღნიშნული შეხვედრების შემდეგ, გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისა და ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რაიმონდს ვეიონისის ერთობლივი პრესკონფერენცია. ხვალვე, გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ლატვიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, არტურს კრიშიანის კარინშისთან. სალომე ზურაბიშვილი გეგმავს ასევე, შეხვედრას ლატვიის რესპუბლიკის მეექვსე პრეზიდენტთან, ვაირა ვიკე-ფრაიბერგასთან.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს დიასპორის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს. ლატვიაში ვიზიტი 16 მაისს დასრულდება. იმავე დღეს, 16 მაისს, საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის რესპუბლიკას ეწვევა. დაგეგმილია პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრები ესტონეთის პრეზიდენტთან. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება სხვა მაღალი რანგის შეხვედრებიც. გარდა ამისა, გასულ პარასკევს, 10 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო ცვლილებებს სექსუალური შევიწროების შესახებ", - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა. პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, ცვლილებები შევიდა შრომის კოდექსში, სახალხო დამცველის შესახებ კანონში, სამოქალაქო, საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში. პრეზიდენტი მიესალმება პარლამენტის ინიციატივას, რითაც დარეგულირდა დისკრიმინაციის ეს ფორმა შრომით ურთიერთობებში თუ საჯარო სივრცეში.