მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატურა წარუდგინა

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატურა წარუდგინა

საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად პაპუნა ლეჟავას კანდიდატურა წარუდგინა. საკითხი დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა. 
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც დაკავებული თანამდებობა მურთაზ კიკორიამ დატოვა. საკუთარი ხედვა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს პაპუნა ლეჟავამ გააცნო. კანდიდატურის განხილვა პლენარულ სხდომაზე მის დამტკიცებამდე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში გაგრძელდება.