მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   ინტერვიუები   საქართველოს პრეზიდენტი ცდილობს ევროკავშირში შესვლას რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად

საქართველოს პრეზიდენტი ცდილობს ევროკავშირში შესვლას რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად

საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა დააჯილდოვოს მისი ერის მტკიცე გადაწყვეტილება, რომელიც ეხება მეტი კავშირების დამყარებას სავაჭრო ბლოკთან, რათა კავკასიური ქვეყანა დაიცვას რუსეთის ორბიტაში უკან ჩათრევისგან.
 
ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის სავიზო მოთხოვნების არ გაუქმება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკების სამითზე მომავალ თვეში, უსამართლო იქნება და გაღვივდება რისკი, რომელიც გულისხმობს „ანტიევროპულ, ნატოს საწინააღმდეგო პროპაგანდას რუსეთიდან“, განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ინტერვიუში ოთხშაბათს. „ჩვენ ნათელი ხედვა უნდა გვქონდეს ევროპელი პარტნიორებისგან მომავალთან დაკავშირებით,“ განაცხადა მან.
 
საქართველო, რომელიც დამარცხებულ იქნა რუსეთის მიერ ხუთ დღიან ომში ორ სეპარატისტულ რესპუბლიკაში 2008 წელს, ცდილობს მოიპოვოს ბალანსი მის პროევროპულ ამბიციებსა და ყოფილ საბჭოთა კავშირის ბატონთან ურთიერთობების გაუმჯობესებას შორის, მას შემდეგ რაც მოხდა ძალაუფლების შიდა ცვლილება ორი წლის წინ. მარგველაშვილმა განაცხადა, რომ აშშ-ს და მისი მოკავშირეების უსიცოცხლო, უფერულმა რეაგირებამ შვიდი წლის წინ კონფლიქტთან დაკავშირებით, ხელი შეუწყო რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს თამამად ემოქმედა უკრაინის კონფლიქტში.
 
მაშინ, როდესაც აშშ და მისი მოკავშირეები ცდილობდნენ საქართველოში სისხლისღვრის შეჩერებას, პუტინისთვის შედეგები „არც თუ ისე მტკივნეული იყო,“ აღნიშნა მარგველაშვილმა.
 
„რუსეთმა საკმარისად არ ზღო ამ შემთხვევაში და ორჯერ არ უფიქრია 2014 წელს უკრაინაში მოქმედებების დაწყებამდე,“ თქვა მან. „რუსეთი ძალიან გულღიაა, პირდაპირია. მათ გამოაცხადეს ყოფილი საბჭოთა კავშირი მათ უკანა ეზოდ და ამ ქვეყნებში ისინი ძალადობრივი ფორმატით მოქმედებენ.“
 
პუტინის სვლები
 
პუტინმა მოახდინა ყირიმის ანექსია უკრაინიდან ერთი წლის წინ, რითიც ყველაზე ცუდი კრიზისი გამოიწვია აშშ-სა და ევროკავშირთან ურთიერთობებში ცივი ომის შემდეგ. ისინი მას ადანაშაულებენ ჯარებისა და იარაღის გაგზავნაში პრორუსი სეპარატისტების დასახმარებლად ერთწლიან კონფლიქტში აღმოსავლეთ უკრაინაში, რომელმაც ამოხეთქა მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი გადაგდებულ იქნა თანამდებობიდან, როცა მან უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე, რომელიც უნდა გაფორმებულიყო მოსკოვში მთავრობასთან უფრო ახლო კავშირების სასარგებლოდ. კრემლი გამუდმებით უარყოფდა რუსეთის სამხედო ჩარევის განცხადებებს.
 
საქართველომ, მოლდოვეთისა და ახალი უკრაინის მთავრობასთან ერთად, გასულ წელს ხელი მოაწერა მსგავს შეთანხმებას ევროკავშირთან. სავაჭრო ბლოკის ლიდერები კვლავ შეხვდებიან მათ ყოფილ საბჭოთა კოლეგებს სამიტზე, რომელიც გაიმართება 21-22 მაისს ლატვიის დედაქალაქ რიგაში.
 
მარგველაშვილი მილიარდელი ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მოკავშირეა, რომელიც მოვიდა პოლიტიკაში რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისა და მიხეილ სააკაშვილის, 2003 წლის პროევროპული ვარდების რევოლუციის ლიდერის, თანამდებობიდან გათავისუფლების მიზნით.
 
არა აგრესიული
 
„იყო პროდასავლური ორიენტაციის არ ნიშნავს იყო აგრესიული რუსეთის მიმართ,“ განაცხადა მარგველაშვილმა. „ვფიქრობ პროდასავლური ნიშნავს დასავლური პოლიტიკის, დასავლური ღირებულებების შემოტანას, რაც საქართველოს გახდის მეტად დასავლურ ქვეყანას და მოხდება ევროპულ პოლიტიკაში ინტეგრაცია.“
 
მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ის მზადაა იყოს პირველი ქართველი ლიდერი, რომელიც დაელაპარაკება პუტინს ომის შემდეგ. პრეზიდენტმა თქვა, რომ ის მიიწვიეს მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავ ღონისძიებებზე დასაწრებად, როგორც როგორც ქვეყნის პირველი ლიდერი კონფლიქტის შემდეგ. 
 
მარგველაშვილს სურს „მტკიცე დისკუსიები“ გამართოს პუტინთან ურთიერთობის შესახებ, თუმცა აცხადებს, რომ „დღესასწაული არაა ყველაზე შესაბამისი ფორმატი.“
 
შერიგების მცდელობები გართულდა, მას შემდეგ, რაც პუტინმა ხელი მოაწერა ინტეგრაციის ხელშეკრულებებს ორ ქართულ სეპარატისტულ რესპუბლიკასთან, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში. რუსეთმა ორივე ტერიტორია დამოუკიდებლად ცნო ომის შემდეგ, რაც დაგმობილ იქნა აშშ-სა და ევროკავშირის მიერ.
 
„გაერთიანებული რეაგირება“
 
ხელშეკრულებებმა აწია ფსონები ქართული მიწის „ოკუპაციიდან ანექსიის დონემდე“, განაცხადა მარგველაშვილმა, თუმცა „ჩვენი დასავლეთელი პარტნიორები სრულად არ არიან მობილიზებული ერთიანი რეაგირებისთვის.“
 
მარგველაშვილი არჩეულ იქნა 2013 წლის ოქტომბერში, ივანიშვილის ქართული ოცნების პარტიის მიერ საპარლამენტო არჩევნების მოგებიდან ერთი წლის შემდეგ. მილიარდელი ერთი წლის განმავლობაში იყო მმართველობაში, ხოლო მარგველაშვილი პრემიერ მინისტრის მოადგილე იყო, შემდეგ იგი წავიდა პოლიტიკიდან და მის მემკვიდრედ დაასახელა 32 წლის ირაკლი ღარიბაშვილი.
 
თუ სააკაშვილის დროს საქართველოს „ძალიან დაძაბული ურთიერთობები ჰქონდა“ რუსეთთან, ახლანდელმა ხელისუფლებამ „შეამცირა დაძაბულობა“, მეტი ორიენტირებით „საქმეზე და არა ემოციებზე,“ განაცხადა მარგველაშვილმა, რომელიც დოქტორის ხარისხს ფლობს ფილოსოფიაში და უყვარს მთებზე ასვლა.
 
„ეს არ ხდის საკითხებს ნაკლებად მტკივნეულს, მაგრამ ეს ქმნის შესაძლებლობას მოლაპარაკებებისთვის,“ თქვა მან. „ეს რთული დიალოგია, მაგრამ ეს უნდა იყოს დიალოგი და არა კონფრონტაცია.“
 
მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ მას არასდროს ულაპარაკია პუტინთან და ჯერ კიდევ არ უპასუხია კრემლის მოწვევაზე. საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი შეუერთდეს ნატოს, რამდენადაც უკრაინის კონფლიქტმა ხაზი გაუსვა „უსაფრთხოების ქოლგის“ მნიშვნელობას,“ განაცხადა მან.
 
„მუქარის შემცველი განცხადებები“
 
აშშ-ს მიერ წარმართული სამხედრო ალიანსი ტრენინგ ცენტრს გახსნის საქართველოში მიმდინარე წელს, მიუხედავად „ძალიან უარყოფითი და მუქარის შემცველი განცხადებებისა“ რუსეთიდან, განაცხადა ნატოს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოვმა იანვარში თბილისში ვიზიტის დროს.
 
მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და მოკავშირეების სუვერენული არჩევანის მხარდაჭერა წარმოადგენს „გარანტიას ევროპისა და აზიის უსაფრთხოების მრავალი საკითხისთვის“, რადგანაც საქართველო ორ კონტინეტს შორის ენერგიისა და ტრანსპორტირების კავშირების სამშობლოა.
 
საქართველოს გამოკითხვისა და მარკეტინგის ინსტიტუტის მიერ 3-28 თებერვალს ჩატარებული 1,500 ადამიანის გამოკითხვის თანახმად, ქართველების სამი მეოთხედი რუსეთს საფრთხედ თვლის, ხოლო 78 პროცენტს სურს მისი ქვეყანა შეუერთდეს ნატოს და 85 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირის წევრობას.
 
სააკაშვილის ბრალდებები
 
საქართველო ადანაშაულებს სააკაშვილს, რომელიც ახლა უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მრჩეველია, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს და მოითხოვა მის ექსტრადიცია. ყოფილი პრეზიდენტი უარყოფს ბრალდებებს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და უკრაინამ უარი თქვა მის თბილისში გაგზავნაზე.
 
მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ის არასდროს ყოფილა სააკაშვილის „ყველაზე დიდი მხარდამჭერი“, თუმცა „მისი იმიჯისთვის, ქვეყნის იმიჯისთვის დადებითი“ იქნებოდა, თუ ის უპასუხებდა პროკურატურას.
 
„არ ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილებაა, რომელიც ყველას სარგებელს მოუტანს, მაგრამ ეს ისაა, სადაც ვართ,“ განაცხადა მან.
 
მაშინ როდესაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვეთი რჩებიან ევროკავშირისა და ნატოს გარეთ, მათი უსაფრთხოება მნიშვნელოვანია „ევროპის სტაბილიზირებისთვის“, აღნიშნა მარგველაშვილმა.
 
ევროკავშირმა უნდა აჩვენოს მისი ვალდებულება საქართველოს მიმართ სამიტზე ვიზების გაუქმებით საზოგადოების სკეპტიციზმის გაზრდის ფონზე „ამ ინტეგრაციის შესაძლებლობის და მის რეალურობასთან“ დაკავშირებით, განაცხადა მან.
 
„ჩვენ გვჯერა, რომ ეს ასე უნდა იყოს და განსაკუთრებით ამ რთულ სიტუაციაში,“ აღნიშნა მარგველაშვილმა.