მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   ინტერვიუები   La Tribune - ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტთან

La Tribune - ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტთან

 

ვიდეოინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან

 

- გიბრუნდებით ფრანგი ბიზნესმენების ფორუმიდან, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან ერთად, რომელიც არის საქართველოს პრეზიდენტი. გამარჯობა...
 

- გამარჯობა, ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად ვარ...
 

- ბედნიერები ვართ, რომ გმასპინძლობთ, საქართველოს პრეზიდენტო. საქართველო არის ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც 3,7 მილიონს შეადგენს, ჩვენს ვიდეო-სერიალში სათაურად ავირჩიეთ „თავისუფლება, თანასწორობა, უნივერსიტეტი“, იმედია, რომ ეს სათაური მოგეწონებათ...თქვენ კარგად იცნობთ საფრანგეთს, იმიტომ, რომ აქ დაიბადეთ...
 

- სათაური ჩვენთვის სრულყოფილად ჟღერს...
 

- როგორც წინა გამომსვლელებისათვის, აქაც იგივე პრინციპი გამოვიყენოთ, ორ რიცხვს წარმოგიდგენთ, ერთი უკავშირდება თავისუფლებას, მეორე კი - თანასწორობას...და ამ რიცხვებზე ვისაუბრებთ. თქვენთვის არჩეული მაქვს ორი რიცხვი, პირველი არის ნომერი 6, მე-6... მეორე რიცხვი კი, რომელიც მინდა შემოგთავაზოთ, არის 1922 წელი. როგორც წესი, არჩევანს ჩვენს სტუმარს ვუთმობთ ხოლმე, მაგრამ, თუ თანახმა იქნებით, მინდა დავიწყო ამ მეორე ციფრით...
 

- ისტორიაზე საუბრით რომ დავიწყოთ, 1922 არის 1921 წლის მომდევნო წელი, როდესაც საქართველოს ოკუპაცია მოხდა რუსეთის მე-11 არმიის მიერ, რის შედეგადაც საქართველოს პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა დაკარგა, სამწლიანი არსებობის შემდეგ. საქართველომ იგივე ბედი გაიზიარა, რაც ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, უკრაინამ, ჩვენმა აზერბაიჯანელმა და სომეხმა მეზობლებმა... ეს არის წელი, როდესაც ჩემმა ოჯახმა დატოვა საქართველო, სხვათა შორის, ფრანგული გემით და გაეშურა სტამბულის მიმართულებით. 1922 წელს თურქეთმა აღიარა ახალი სახელმწიფო - საბჭოთა რუსეთი, მანამ, სანამ ის საბჭოთა კავშირად გადაიქცეოდა და სთხოვა იმ მიგრანტებს, რომლებიც თურქეთს აფარებდნენ თავს, დაეტოვებინათ მისი ტერიტორია, იმიტომ, რომ არ სურდა, სირთულეები ჰქონოდა რუსულ რეჟიმთან. ასეთ პირობებში საფრანგეთი იყო ის ქვეყანა, რომელმაც კარი გაუღო ამ მიგრანტებს, რომლებიც ძირითადად პოლიტიკური მიგრანტები იყვნენ. საფრანგეთმა მათ უმასპინძლა და საქართველოს დამოუკიდებლობას, მიუხედავად საბჭოთა კავშირის დაარსებისა, ცნობდა 1934 წლამდე: მანამდე, სანამ ხელი მოეწერებოდა ფრანგულ-რუსულ შეთანხმებას და რუსეთი მას სთხოვდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება შეეწყვიტა, შეეწყვიტა ემიგრირებული მთავრობის აღიარება...; შეეწყვიტა საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლობის არსებობა საფრანგეთში და ამ პერიოდში ემიგრაცია დარჩა განაჩენად და ჩვენ ვრჩებით საფრანგეთში...
 

- ამდენად, ბევრი ოჯახისათვის, რომელთა შორის თქვენი ოჯახიცაა, ეს ნიშნავს თავისუფლების დასასრულს იმ იდეოლოგიის სასარგებლოდ, რომელიც თანასწორობას  და საბჭოთა ხელში არსებულ ძალაუფლებას ქადაგებს...

- ეს არის  თავისუფლების დასასრული, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ეს არ ყოფილა იმედის დასასრული, მე გაცილებით გვიან დავიბადე ამ მოვლენებიდან და საფრანგეთში ჩემი ბებია-ბაბუები ჩამოვიდნენ. მე აღვიზარდე და სულ ვცხოვრობდი ისეთ გარემოში, სადაც სულ ვიცოდით, რომ ერთ მშვენიერ დღეს საბჭოთა კავშირი დასრულდებოდა და რომ საქართველოს დამოუკიდებლობა მხოლოდ დროებით შეწყდა.ჩვენ ვიცოდით, რომ საქართველო თავის სახელმწიფოებრიობას აღადგენდა და ჩემთვის ეს იმედი, რომელიც ახდა არის იმის ნიშანი, რომ არასოდეს არ უნდა დაკარგო იმედი და რომ შესაძლებლობები ყოველთვის არსებობს. თანამედროვე სამყარო სულ უფრო და უფრო სწრაფად იცვლება, სწორედ აქედან გამომდინარე მაქვს საქართველოს ევროპული მომავლის იმედი.

- ეს წეღან თქვენს გამოსვლაში მოვისმინეთ. გამოდის, რომ თქვენ, როგორც პრეზიდენტმა იცით, რომ ეკონომიკური აზროვნების თანასწორობა საკმარისი არ არის ქვეყნის ფუნქციონირებისათვის და ეს არის ის მემკვიდრეობა, რომელიც თქვენ მიიღეთ...
 

- დიახ, ნამდვილად ასეა. მემკვიდრეობა ესაა, ეს არის ლიბერალური იდეოლოგია, რომელშიც თავისი შანსი უნდა მივცეთ ყველას. ჩვენ არ უნდა გავიყინოთ იმ იდეოლოგიებში, რომლებიც გაიძულებენ მიიღოთ მზა ჩარჩოები, რომლებიც ქვეყნებს ხელს უშლიან წინსვლაში. იქნება ეს პოლიტიკური თუ ეკონომიკური ჩარჩოები. საქართველოს ორივეს გამოცდილება აქვს, მან ორივე მოიშორა და დაიბრუნა თავისი განვითარების ტემპი 1991 წელს თავისი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. მას შემდეგ ჩვენ განუხრელად ვვითარდებით, ბევრი სირთულით, ისევ კონფლიქტებით, რუსეთის მცდელობებით, რომ ზეწოლა მოახდინოს საქართველოზე, დაიკავოს ჩვენი ტერიტორიის ნაწილი. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს გზას, რაც მდგომარეობს თავისუფლების დაბრუნენბაში ამ სფეროებში და სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ მე-6 ადგილზე.
 

- დამასწარით, მაგრამ როგორ ახსნით იმ ფაქტს, რომ დღეს ზოგიერთ ქვეყანას ეგალიტარიზმის ამ იდეის, მართული თანასწორობის იდეის ისევ სჯერა? და რომ კიდევ არსებობს ამისი იმედი? საფრანგეთში ჩვენ სულ ვდავობთ ამაზე...

- მე მგონი, როდესაც რაიმე არ გამოგვიცდია, როდესაც არ ვიცით, რაში გამოიხატება ეს ყველაფერი...მე სულ ვამბობ და დღესაც ვთქვი, რომ ჩემს წინაშე არსებული ერთ-ერთი გამოწვევა მენტალიტეტის გარდაქმნა და საქართველოს საზოგადოებრიობის შიდა ტრანსფორმაციის დასრულებაა, იმიტომ, რომ ის, რაც საქართველომ გადაიტანა, იყო ინიციატივების დასასრული, ეს კი საზოგადოებას მთლიანად ბლოკავს, ბლოკავს ინდივიდუალურ ინიციატივებს... ამდენად, მე ვთვლი, რომ ეს ყველაფერი დღეს უნდა დავუბრუნოთ საქართველოს.

- ამდენად, ეს მეორე რიცხვი, რომელიც საკმაოდ შთამბეჭდავია, შეეხება საქართველოს ადგილს Doing business კლასიფიკაციაში, რომელსაც მსოფლიო ბანკი ახორციელებს. მე სხვა რიცხვებიც მაქვს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ საფრანგეთი საკმაოდ ჩამოგრჩებათ. თქვენ ახლა ს მე-6 ადგილი გიკავიათ, მაგრამ უკვე მრავალი წელია, რაც პირველ ათეულში ხვდებით. ეს ნამდვილად შთამბეჭდავია, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქმე ეხება...

- ჩვენ ვართ პირველები ცენტრალური ევროპის რეგიონში...

- ამდენად, თქვენი, როგორც პრეზიდენტის სამუშაოა ლიბერალიზაცია... რა გააკეთეთ იმისათვის, რომ მე-6 ადგილი მოგეპოვებინათ ამ კლასიფიკაციაში?
 

- ეს მე არ გამიკეთებია, ეს არის მუდმივი განვითარების შედეგი, რაც არის დამოუკიდებელი საქართველოს დამსახურება ბოლო 15-25 წლის განმავლობაში. ამ პერიოდში პრაქტიკულად ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ თანდათან მომხდარიყო რეგულაციების ლიბერალიზაცია და ზოგიერთი ევროპული რეგულაციის დაწესება, რათა დავახლოვებოდით ევროპულ სტანდარტებს. მგონია, რომ საკმარის წარმატებას მივაღწიეთ, იმიტომ, რომ პატარა ქვეყანა ვართ, იმიტომ, რომ პატარა ქვეყანაში მეტი მოქნილობაა, იმიტომ, რომ გვყავს ბევრი ახალგაზრდა, რომლებიც თავიანთი ნებით წავიდნენ სასწავლებლად უცხოეთში, ისინი დაბრუნდნენ, იმიტომ, რომ ძალიან უყვართ საქართველო და ეს მიმოსვლა შეუჩერებელია. ჩემი აზრით, სწორედ პატარა ქვეყნისათვის დამახასიათებელი ადაპტაციის ამ უნარის გამო, შევძელით და გადავურჩით საბჭოთა იმპერიას. საქართველო იყო ქვეყანა, რომელმაც განსაკუთრებული ადაპტაციის უნარი გამოიჩინა ამ პერიოდში და, მიუხედავად ყველაფრისა, ახერხებდა დარჩენილიყო მომხიბლავი და მიმზიდველი, იმ ცოტა არ იყოს ნაცრისფერ ერთობლიობაში. მგონი, ეს არის ჩვენი განსაკუთრებული მახასიათებელი და ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენ კვლავ ვიზიდავთ უცხოელებს, არის ჩვენი სტუმართმოყვარეობის დამსახურებაც.

- თქვენ, ერთსა და იმავე დროს, ფრანგსა და ქართველს, მიუხედავად იმისა, რომ უარის თქმა მოგიწიათ საფრანგეთის მოქალაქეობაზე, გაქვთ თუ არა რაიმე რჩევა საფრანგეთის ეკონომიკასთან დაკავშირებით? ფრანგული ეკონომიკა ხომ უფრო მეტად ცენტრალიზებისა და კოლბერტიზმისაკენ არის მიდრეკილი... თქვენ მოახერხეთ ქართული ეკომონომიკის ლიბერალიზაცია, ყოველ შემთხვევაში, მონაწილეობას ღებულობთ ამ ლიბერალიზაციის გაგრძელებაში... რა რჩევას მისცემდით დღეს საფრანგეთს?
 

- ინიციატივის გათავისუფლების, ენერგიის გათავისუფლების რჩევას...მაქსიმალურად. სახელმწიფო არის ფასილიტატორი, ჩვენც ამის გაკეთებას ვცდილობთ, სახელმწიფო არ არის დირექტივა, სახელმწიფო არის ფასილიტატორი... ეს არის ის, რაც უნდა გავითვალისწინოთ, თუ წარმატების მიღწევა გვსურს და ვფიქრობ, რომ საფრანგეთი აღწევს ამ წარმატებას და ჩვენც, ჩვენს მცირე განზომილებებში გვაქვს ჩვენი წარმატებები.

- არის თუ არა საფრანგეთის სახელმწიფო სწორ გზაზე დღეს, თქვენი აზრით?
 

- ვფიქრობ, რომ ის ცდილობს იყოს სწორ გზაზე. ვფიქრობ, რომ  დიდი ისტორიის ქვეყნებში ეს უფრო რთულია და ეს ამავდროულად ჩვენთვის ბედის წყალობაც არის, ჩვენ არ გვაწუხებს უამრავი სიმძიმე... მე ვუსმენდი დისკუსიებს საპენსიო სისტემაზე და ცოტა არ იყოს, მეღიმებოდა, იმიტომ, რომ ჩვენ წელს პირველად დავნერგეთ საპენსიო სისტემა, რომელსაც ფეხის მოკიდება უჭირს, იმიტომ, რომ ადამიანები ამას შეჩვეული არ არიან და სამომავლოდ ფულის გადანახვის იდეას სირთულეები უკავშირდება, მიმდინარე ეკონომიკური სირთულეების ფონზე. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ამ სიხისტის პრობლემები, რომლებიც სამუშაო ადგილებს უკავშირდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ნაკლებია სოციალური დაცულობა და ჩვენ უნდა დავნერგოთ სოციალური დაცვის სტანდარტები მინიმალურ დონეზე მაინც ჩვენი მოსახლეობისათვის, იმიტომ, რომ ევროპელობა ამასაც ნიშნავ : დაიცვა მოსახლეობა გაუთვალისწინებელი შემთხვევებისაგან.
 

- თქვენ მხარს უჭერთ საქართველოს ევროპაში გაწევრიანებას, არის ევროპა მოქნილობის ლიბერალური მოდელი თქვენთვის?

- საქმე არ ეხება მოქნილობის მოდელს, ეს არის, ლიბერალური მოდელი მიუხედავად ყველაფრისა. იმიტომ, რომ ლიბერალური აზროვნება ...
 

- არ გეშინიათ, რომ ამ მოქნილობას დაკარგავთ? იმიტომ, რომ ზოგიერთი ქვეყანა გადის ევროკავშირიდან (საკუთარ ეკონომიკაზე) კონტროლის დასაბრუნებლად...
 

- მგონი, ჩვენ ზედმეტად კარგად ვიცით, რა გვიშლიდა ხელს წინსვლაში და ეს ყველაფერი იყო გაცილებით უფრო ხისტი და მძლავრი წინა პოლიტიკურ სისტემაში, რის გამოც დღეს ჩვენ ვეღარ აღმოვჩნდებით ახალი გამოწვევის წინაშე, რომელიც ისევ სიხისტეს დაუკავშირდება ევროკავშირთან მიმართებაში. მგონი, კარგად გავერკვევით სიტუაციაში... მაგრამ მე ოპტიმისტი ვარ და ამდენად...

- დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო...

- მადლობა.