მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   ინტერვიუები   საქართველოს პრეზიდენტი: ახლა ჩვენს ისტორიაში ყველაზე უფრო ახლოს ვართ ნატოს კართან. საშუალება რომ მო

საქართველოს პრეზიდენტი: ახლა ჩვენს ისტორიაში ყველაზე უფრო ახლოს ვართ ნატოს კართან. საშუალება რომ მოგვეცეს, თუნდაც ხვალ დილითვე შევიდოდით ალიანსში.

ახლა ჩვენს ისტორიაში ყველაზე უფრო ახლოს ვართ ნატოს კართან - ასე შეაფასა სიტუაცია ოთხშაბათს „პოლონური პრესის სააგენტოსთან“ საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მისი აზრით საქართველოს ნატოში მიღება არა ქართულ რეფორმებზე არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

 

საქართველოს გეგმები ნატოში შესვლასთან დაკავშირებით ძალზე ნათელია და ჩვენ ძალზე მარტივად შევძლებდით ამ ორგანიზაციაში შესვლას თუნდაც ხვალ დილით რადგანაც პრაქტიკულად ყველა საჭირო რეფორმა ჩავატარეთ და ყველა აუცილებელი მოთხოვნა და სტანდარტი დავაკმაყოფილეთ - თქვა პრეზიდენტმა.

 

თუკი ხვალ დილით მოგვეცემოდა ნატოში შესვლის სამოქმედო გეგმა, საქართველოს სულ ორი თვე დასჭირდებოდა რომ საწევრო მოთხოვნები საბოლოოდ დაეკმაყოფილებინა - დაამატა მან.

ასე რომ პრეზიდენტის აზრით ეს საკითხი ნამდვილად არაა დამოკიდებული ქართულ რეფორმებზე, სტანდარტების დაკმაყოფილებაზე, სამხედრო ხარჯებზე და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობაზე. მისი შეფასებით ეს საკითხი „პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული“.

ჩვენს ისტორიაში ახლა მართლაც ყველაზე უფრო ახლოს ვართ ნატოს კართან - ხაზი გაუსვა პრეზიდენტმა.

ქვეყნის მეთაურმა აღნიშნა რომ საქართველოს ლტოლვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ ქართული რეგიონების - აფხაზეთისა და შიდა ქართლის (ეგრეთ წოდებული „სამხრეთ ოსეთის“) ოკუპაციამაც კი ვერ შეაჩერა.

ვთვლი რომ შეუძლებელია მხოლოდ და მხოლოდ შიშებით ცხოვრება. საქართველოსთვის ყველაზე უარესი უკვე მოხდა - მისი ტერიტორიებია ოკუპირებული თუმცა ამან ვერ შეაჩერა და ვერც შეაჩერებს საქართველოს კურსს რომელიც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენაა მიმართული - დაამატა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა: „ ზუსტად ამ კურსის შენარჩუნებაა უმთავრესი წარმატება“.

რუსეთი წარმოადგენს ქვეყანას რომელიც არის საფრთხის, დაშინებისა და წნეხის წყარო. იგი ათასგვარ პროვოკაციებს ახორციელებს მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განუწყვეტლივ ავითარებს სამხედრო ბაზების ქსელს და ღიად ატარებს რუსიფიკაციის პოლიტიკას.

სალომე ზურაბიშვილის აზრით ამჟამინდელი ქართულ-პოლონური ურთიერთობები შეიძლება შეფასდეს როგორც „საუკეთესო საუკეთესოთა შორის“.

ისტორიულად საქართველოსა და პოლონეთის ურთიერთობები ყოველთვის შესანიშნავი იყო - ხაზი გაუსვა მან.

ჩვენი ქვეყნების ისტორიაში ბევრი მსგავსი ფურცელია და ამიტომაც  ვუგებთ ასე კარგად ერთმანეთს.

ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ ჩვენი პოლონელი მეგობრების მხარდაჭერას  ევროპული ინტეგრაციისაკენ  მიმართულ ჩვენს სწრაფვაში და მასთან დაკავშირებულ პროცესებში - დაამატა პრეზიდენტმა და ამავდროულად აღნიშნა რომ ეს მხარდაჭერა აქტიურად გრძელდება.

პოლონელი მეგობრებისგან ვიღებთ „საუკეთესო მხარდაჭერას ცენტრალური ევროპის რეგიონიდან როგორიც კი შეიძლებოდა გვენატრა ევროპისა და ნატოსკენ მიმავალ გზაზე“.

წელს 10 წელი სრულდება „აღმოსავლეთი პარტნიორობის“ შექმნიდან რომელიც პოლონეთისა და შვედეთის ინიციატივით შეიქმნა და რომლის მიზანიცაა ექვსი სახელმწიფოს  დაახლოება  ევროკავშირთან. ეს ქვეყნებია: საქართველო, უკრაინა, ბელორუსი, მოლდოვა, სომხეთი და აზერბაიჯანი.

პოლონეთისა და შვედეთის წყალობით დაიძრა ინიციატივა რომელიც საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ამ ინიციატივამ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ბევრი სერიოზული  მოქცევისკენ გაგვიხსნა გზა. მათ შორისაა: ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი  ვაჭრობის ხელშეკრულება  და ვიზალიბერალიზაცია - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილის აზრით „ეს ძალზე კონკრეტული და საგრძნობი ნაბიჯებია  ევროინტეგრაციის გზაზე“.

ჯერ კიდევ არ გვაქვს კანდიდატის სტატუსი მაგრამ მიუხედავად ამისა უნდა დავაფასოთ ის პოზიცია სადაც ვიმყოფებით - ჩვენ ახლა ყველაზე უფრო დაწინაურებულ პარტნიორ ქვეყანას წარმოვადგენთ.

ჩვენ აუცილებლად უნდა მივიღოთ ის სტატუსი და პროგრამა რომელიც ჩვენს ამჟამინდელ პოზიციას შეეფერება.

ბევრი სექტორი და სფერო არსებობს რომლებშიც საქართველო უკვე  თავისუფლად შეძლებდა ევროკავშირის წევრობას „მანამდე სანამ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრის სტატუსი მოგვენიჭება - ეს კი ნამდვილად ახლო მომავალში მოხდება, ამაში ნამდვილად დარწმუნებული ვარ“ - შეაჯამა პრეზიდენტმა.