მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   ინტერვიუები   საქართველოს პრეზიდენტი: ჩვენ გავაგრძელებთ ევროპაში ჩვენი ადგილისათვის ბრძოლას

საქართველოს პრეზიდენტი: ჩვენ გავაგრძელებთ ევროპაში ჩვენი ადგილისათვის ბრძოლას

საქართველოს პრეზიდენტმა ლატვიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ლატვიის საზოგადოებრივ მაუწყებელს ინტერვიუ მისცა 

 

ჟურნალისტი: ქალბატონო პრეზიდენტო, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის.

პრეზიდენტი: მადლობა მიღებისთვის.

ჟურნალისტი: თქვენ ჩვენს ქვეყანას სტუმრობთ იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ აღმოსავლეთ პარტნიორების ათი წლისთავს და საქართველოს ამ პარტნიორობის ნაწილია. თქვენ როგორ შეაფასებდით ბოლო ათი წლის განვითარებას, ევროპისკენ ლტოლვას და საქართველოს მიღწევებს?

პრეზიდენტი: ეს მნიშვნელოვანი პერიოდი იყო საქართველოსთვის და არ ყოფილა მხოლოდ ევროპისკენ ლტოლვა, ეს იყო რეალურად ევროპისკენ ძალიან ეფექტური მოძრაობა, რადგან ამ ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩვენ პარტნიორობიდან მივედით ასოცირების ხელშეკრულებამდე, ღრმა და ყოვლისმომცველ ვაჭრობამდე, ვიზა ლიბერალიზაციამდე. ყოველივე ეს საქართველოს მოსახლეობისთვის ევროპისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები იყო. ეს იყო კონკრეტული ნაბიჯები, რომლებმაც გზა გაკვალა ევროპისკენ და თვალსაჩინო გახადა ეს გზა და მას ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხედავთ. და დღეს, ათი წლის თავზე, საქართველოს მოსახლეობა უფრო ახლოს გრძნობს თავს ევროკავშირთან, რეალურად კარს მიღმა.

ჟურნალისტი: ამავე დროს ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირში არის უამრავი პრობლემა, როგორიცაა ბრექსიტი, ნაციონალიზმის პრობლემა ბევრ ქვეყანაში, მაგრამ თქვენ განაცხადეთ, რომ ეს არის მომენტი საქართველოსთვის, როდესაც მან უფრო მჭიდრო კავშირი უნდა დაამყაროს ევროკაშირთან და რთული არ არის ამის განხორციელება მაშინ, როდესაც თავად ევროპამ არ იცის თუ რას წარმოადგენს ის? 

პრეზიდენტი: სწორედ ისეთ დროს, როდესაც ადამიანებმა არ იციან თუ რა უნდათ შენ შეგიძლია ეცადო იმის მიღწევას რაც თავად გინდა, თუ რა თქმა უნდა იცი რა გინდა. ამ ეტაპზე საქართველომ ძალიან კარგად იცის თუ რა სურს. მართალია, რომ ევროპა ბოლომდე დარწმუნებული არ არის საკუთარ თავში და იმაში თუ რად ყალიბდება ის. თუმცა, ეს ზეგავლენას არ ახდენს საქართველოს გადაწყვეტილებაზე, დეტერმინაციაზე, ზუსტად შარშან , დეკემბერში კონსტიტუციაში შევიტანეთ როგორც ევროკავშირთან ასევე ნატოსთან დაკავშირებული მისწრაფებები, როგორც კონსტიტუციაში ღრმად გამჯდარი საკითხები და ეს ასახავს თუ სად არის საქართველოს მოსახლეობა და საქართველოს უწყებები, და ჩვენ განვაგრძობთ ამ მიმართულებით მოძრაობას. მართალია, ევროკავშირს შეუძლია გაუჭირდეს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ ჩვენ ხელს შევუწყობთ ზოგიერთი გადაწყვეტილების მიღებას.

ჟურნალისტი: ეს მნიშვნელოვანი ეტაპია და ცნობილია, რომ ბევრი ლიდერი საუბრობს იმაზე თუ როგორი უნდა იყოს ევროპა მომავალში და ვიცი, რომ ამის შესახებ თქვენც წერდით. შეგიძლიათ მესაუბროთ თუ როგორ ხედავთ ევროკავშირის სამომავლო განვითარებას?

პრეზიდენტი: გარედან ჩვენთვის რთულია სათქმელია თუ როგორ ვხედავთ განვითარებას, რის დანახვა შეგვიძლია და რას დავინახავთ, როდესაც გაიმართება ჩვენი ათი წლის

საიუბილეო კონფერენცია ივლისში, ბათუმში, სადაც ყველა მოწვეული იქნება და იმედია დაესწრებიან ნატოს მაღალჩინოსნებიც. ამ დროს დავინახავთ თუ სად გვსურს საკუთარი თავის დანახვა ევროკავშირის ამ გარდამავალ პერიოდში. მეტიც, ჩვენ გვინდა საკუთარ თავს ვხედავთ ყველგან სადაც მზად ვართ რომ ვიყოთ, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ შეიძლება ევროკავშირს სჭირდება დრო არჩევნების, ბრექსიტის და სხვა საკითხების გადასაჭრელად. ჩვენ ვერ შევაჩერებთ მოძრაობას. ეს არის ის რაც ჩვენ ვიცით. ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ გზა ევროპამდე უფრო და უფრო ახლოვდება. ჩვენ არ გვაქს და ჩვენს თავს უფლებას ვერ მივცემთ დღევანდელ დღეს გვქონდეს რაიმე იმედგაცრუება ევროპასთან ან ნატოსთან ამ საკითხთან მიმართებით და ჩვენ არ დავუშვებთ რომ ეს მოხდეს, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ეს რომ მოხდეს, ჩვენ გვყავს დიდი ძმა, რომელიც ელოდება შესაძლებლობას, რომ მოახდინოს მსგავსი სიტუაციებით მანიპულირება. ამგვარად, ის რაც ჩვენ აუცილებლად გვჭირდება არის მოძრაობა, მოძრაობა ინტეგრაციისკენ, და ეს არის ის რასაც ჩვენ დავისახავთ ჩვენს პირველ მიზნად ევროკავშირთან და ჩვენს პარტნიორებთან ერთად და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი ყველა პარტნიორისგან გვექნება მხარდაჭერა.

ჟურნალისტი: და ამ დიდ ძმაზე რომ ვისაუბროთ, თქვენ პირადად როგორ გგონიათ, საქართველომ როგორ უნდა განავითაროს თავისი სამომავლო ურთიერთობები რუსეთთან იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ღრმად არის ჩართული საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიების ოკუპაციაში?

პრეზიდენტი: არის ორი საკითხი. პირველი ის, რომ რუსეთმა თავად უნდა დაიწყოს იმაზე ფიქრი თუ როგორი მეზობლები სჭირდება იმ სამყაროში, რომელიც დღეს ყალიბდება და ეს არის ქმედება, რომელიც რუსეთს არ განუხორციელებია და სწორედ ახლა არის კარგი დრო, რომ მათ საკუთარ თავს დაუსვან კითხვა თუ რატომ ექცევიან ისინი ასე პატარა ქვეყანას, რომელსაც არანაირი პრეტენზია არ გააჩნია რუსეთთან ან მის ტერიტორიებთან. მეორე საკითხი არის თუ რას აკეთებს საქართველო. დღეს საქართველომ არად უნდა ჩააგდოს რუსეთი, რადგან ჩვენ ვერ ავყვებით კონფლიქტს, აგრესიას ან ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას, ან ყოველდღიურ პროვოკაციებს საოკუპაციო ზოლზე, რადგან ამით ჩვენ შევწყვეტ სვლას ევროპისკენ. ამგვარად, ჩვენ ვიცით რა ხდება, და ჩვენ ვცდილობთ პარტნიორებს მოვუწოდოთ მხარი დაგვიჭირონ ამ საკითხში და ამ საკითხებს ვაფიქსირებთ რუსეთთან და ამ საკითხებზე აქტიური საუბარი არის ჩვენი დღევანდელი პოლიტიკა და მე ვფიქრობ და ვგრძნობ, რომ ეს არის ჩემი ვალდებულება, რომ ყველა ჩვენს პარტნიორს ვთხოვო ხმამაღლა, უფრო ხმამაღლა დაგვიჭირონ მხარი. და ამავე დროს ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ... და ეს რუსეთისთვის იქნებოდა მომგებიანი ჩვენ რომ ვუყუროთ თუ რას გააკეთებს რუსეთი, თუ რას გააკეთებს ის ჩვენთან მიმართებით. არა, ჩვენ გვაქვს პერსპექტივა, ჩვენ გვაქვს ამბიცია, ჩვენ გვაქვს მისწრაფება და ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ მიუხედავად იმის ეს მოსწონს თუ არა რუსეთს.

ჟურნალისტი: - ერთ-ერთი მისწრაფება ასევე არის ნატოს წევრობა და ...

პრეზიდენტი: დიახ ეს ორი პარალელურად მიმდინარეობს.

ჟურნალისტი: იან სტოლტენბერგმა, ნატოს გენერალურმა მდივანმა ბოლო დროს განაცხადა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და რუსეთი ამას ვერაფრით შეაფერხებს, თქვენ საუბრის შემდეგ... და ასევე ოპტიმისტურად ხართ ამ განწყობილი და მოიაზრებთ თუ არა რაიმე განრიგს/ვადებს?

პრეზიდენტი: განრიგი ჩვენს ხელთ არ არის, სამწუხაროდ. ჩვენი განრიგი არის ის, რომ ჩვენ დღეს უკვე მზად ვართ. მეტიც, შეიძლება ჩვენ დღეს ნატოსთვის უფრო მზად ვართ ვიდრე ევროკავშირისთვის, რადგან ევროკავშირის შემთხვევაში ჩვენ ჯერ კიდე უნდა გავიაროთ გარკვეული საფეხურები, კანონები... რაც შეეხება ნატოს, ნატოს შემთხვევაში ჩვენ პრაქტიკულად განვახორციელეთ ყველა რეფორმა, რომელიც საჭიროა ჩვენი სამხედრო სტრუქტურების და ხელსაწყოებისთვის. ჩვენ გვაქვს ბიუჯეტის 2 პროცენტი, რაც ბევრ ევროპულ ქვეყანაში არ არის, ჩვენ გვაქვს 20 პროცენტიანი სამხედრო დანახარჯები, და ჩვენ ახლოს ვართ კართან, და კარი ჩვენთვის ღიაა, თუმცა აუცილებელია გადაწყვეტილების მიღება ნატოს წევრების მიერ, ჩვენ არ ვწყვეტთ, ჩვენ რომ ვწყვეტდეთ ჩვენ დღეს ნატოში ვიქნებოდით. მაგრამ, სანამ ჩვენ ველოდებით გადაწყვეტილების მიღებას, რომლის მიღებაც შეიძლება ძალიან მალე მოხდეს, ჩვენ უნდა დავინახოთ მოძრაობა, რომელიც ბევრი იყო წელს. ჩვენ ვნახეთ ნატოს სწავლებები, ჩვენ ვნახეთ ნატოს სამხედრო კომიტეტი, რომელიც საქართველოში იყო ჩამოსული, გენერალური მდივანი, რომელიც თქვენ ახსენეთ, ჩრდილო ატლანტიკური საბჭო ჩამოდის წლის მეორე ნახევარში. ამგვარად, ეს იყო ნატოს წელი და ჩვენ გვაქვს ორი ძირითადი მიმართულება, რომელზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ ამ გზაზე სვლისას და პირველი არის შავი ზღვის უსაფრთხოება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ნატოსთვის და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ ერთად შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით. კიდევ ერთი დიდი მიმართულება არის კიბერუსაფრთხოება, რაც ვთვლი, რომ ყველა ჩვენთაგანისათვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა და ერთ-ერთი იდეა, რომელიც ჩვენ გვაქვს არის კიბერუსაფრთხოების სრულყოფილების ცენტრის დაფუძნება, ნატოს ცენტრის, საქართველოში და ჩვენ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ. ამგვარად ჩვენ უბრალოდ არ ვდგავართ და არ ველოდებით, რომ კარი გაიღოს, ჩვენ თავად ვცდილობთ წინ წავიდეთ და ვფიქრობ ეს სწორი პოლიტიკაა, მოძრაობის პოლიტიკა და მოძრაობის შეზღუდვის პოლიტიკა.  

ჟურნალისტი: დღევანდელმა საზოგადოებამ როგორ უნდა შეხედოს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ევროკავშირში, და თქვენ როგორ აღწერდით არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებას?

პრეზიდენტი: ვითარება კრიტიკულია, ძალიან მძიმე მდგომარეობაა ჰუმანიტარული ვითარების თვალსაზრისით და გადასვლის წერტილები იხურება ნებისმიერ დროს, როდესაც ამ გადაწყვეტილებას იღებენ რუსი სამხედროები. ასე ხდებოდა ზამთრის პერიოდშიც ორივე რეგიონის შემთხვევაში და ეს ძალიან რთული იყო ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის. ეს ასევე რთულია ჩვენს მხარე მცხოვრები მოსახლეობისთვის, რადგან ისინი აჰყავთ ტყვედ. მათ შორის ბოლო დროს აღდგომის პერიოდში და ქართული ტრადიციების თანახმად ადამიანები აღდგომის პერიოდში მიდიან მშობლების საფლავებზე, და ეს სასაფლაოები არის  საოკუპაციო ზოლის სიახლოვე, რომელიც არავინ იცის რეალურად სად გადის, რაც განაპირობებს დაძაბულობას. რუსიფიკაციის პოლიტიკა, რომელიც ძალიან აქტიურია ორივე რეგიონში სამხრეთ ოსეთში და განსაკუთრებით აფხაზეთში, რაც აიძულებს ბევრ აფხაზს დაფიქრდეს თუ რა ემართება მათ იდენტობას და ენას და თუ რისკენ მიისწრაფოდნენ დამოუკიდებლობით. ამ დროს საქართველოს აქვს ძალიან მშვიდობიანი პოლიტიკა, რომელსაც როგორც ჩემთვის არის ცნობილი თქვენი უწყება მიესალმება. ეს პოლიტიკა გულისხმობს უფასო სამედიცინო მკურნალობას, უფასო განათლებას და საქართველო ცდილობს მაქსიმალურად შეინარჩუნოს კავშირი ორ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას შორის. ჩვენმა პარტნიორებმა ხმამაღლა უნდა ისაუბრონ, კიდევ ერთხელ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს თუ რა ხდება აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში და არც ჩვენმა პარტნიორებმა უნდა დაივიწყონ. არ უნდა დავივიწყოთ რადგან ის რაც მოხდა საქართველოში და შემდგომ უკრაინაში, რადგან ეს მოსახლეობა ცხოვრობს ძალიან რთულ პირობებში და არც რუსეთი არ უნდა მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ დარჩეს მარტო და ვინმემ უნდა შეახსენოს მას, რომ ის არღვევს საერთაშორისო პრინციპებს, რომ ის არღვევს ყველა  შეთანხმებას, რომელიც მას გაფორმებული აქვს საქართველოსთან. ამიტომ ეს უნდა იყოს ყოველდღიური შეხსენება, რათა რუსეთი არ მოდუნდეს და არ ჩათვალოს, რომ ხალხს დაავიწყდა ეს საკითხები და რომ ყველაფერი რიგზეა, რადგან ყველაფერი რიგზე არ არის.

ჟურნალისტი: თუმცა, როგორც ჩანს მომავალი საკმაოდ ბუნდოვანია და რომ არ არის დიდი იმედი, საქართველოს შემთხვევაში არა და.

პრეზიდენტი: ასე რომ იყოს, ვფიქრობ ზოგჯერ უნდა გადავხედოთ ისტორიას, რათა მივხვდეთ ოპტიმისტები ვართ თუ პესიმისტები. ასე რომ იყოს, მაშინ გერმანია არ იქნებოდა ევროპის წამყვანი ძალა და ხალხი, ვისაც იგივე შეხედულება აქვს ამ რეგიონთა მიმართებით როგორც თქვენ, და როდესაც წლების წინ გერმანია ორ ნაწილად იყო გაყოფილი ისინი იტყოდნენ, რომ დიდი იმედი არ არის. ჩვენ კი ვთვლით, რომ იმედი ყოველთვის არის სანამ ჩვენ გვყავს მოსახლეობა და მოსახლეობას შორის არის კავშირი და ჩვენი მთავარი მოვალეობა არის, რომ მსოფლიოს შევახსენოთ, რომ ჩვენ არ ვეგუებით ამ სიტუაციას და ჩვენ არ ვართ მზად ვთქვათ, რომ იმედი არ არის. ჩვენ ვთვლით, რომ ისტორია სწრაფად ვითარდება, უფრო სწრაფად ვიდრე ადრე და რეალურად არავის შეუძლია იმის განჭვრეტა თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სვლა და არ უნდა მოვექცეთ ზეგავლენის ქვეშ და ამავე დროს უნდა ვიყოთ მზად, რათა არ დავკარგოთ კონტაქტი, რათა არ დავკარგოთ მოსახლეობა. ჩვენ დავკარგეთ დროებით ტერიტორიები, მაგრამ არ დაგვიკარგავს მოსახლეობა, და არც იმედი.

ჟურნალისტი: თქვენ თქვით, რომ რუსეთი არ ცდილობს საკუთარი ქმედებების გადაფასებას... პოლიტიკური კუთხით, რომ შევხედოთ, ჩანს რომ საქართველო ცდილობს და ახორციელებს საკონსტიტუციო რეფორმებს, ცვლილებებს, გადადის საპარლამენტო სისტემაზე, როგორ შეაფასებდით არსებული დემოკრატიის მოქნილობას, რამდენად წარმატებული საქართველო რეფორმების პროცესში?

პრეზიდენტი: ვთვლი, რომ ჩვენ ძალიან მოქნილები ვართ იმის გათვალისწინებით თუ სად ვართ და რა გავიარეთ, ჩვენ ზუსტად ახლა განვიხილავდით ამას, ომს პროვოკაციას, ყოველდღიურ პროვოკაციას, რომელთანაც გამკლავება გვიწევს. იმ კომპლექსური გარემოს გათვალისწინებით, რომელშიც გვიწევს ცხოვრება, რადგან ჩვენ არ ვართ თქვენსავით, არ ვართ ევროპის ამ მხარეს, ცოტა მოშორებით ვართ შავი ზღვის მეორე მხარეს, და აქ გარემო უფრო კომპლექსურია, და უფრო მეტად არაპროგნოზირებადი გარემოა, და მიუხედავად ამისა ჩვენ

ვმოძრაობთ, ჩვენ გვაქვს ახალი კონსტიტუცია, ჩვენ ვახდენთ დემოკრატიის კონსოლიდაციას, და ჩვენ ვმოძრაობთ ევროპის მიმართულებით. ამიტომ, ვთვლი, რომ საკმაოდ მოქნილები ვართ პატარა ქვეყნისთვის, რომელსაც საკმაოდ რთული ვითარება აქვს.

ჟურნალისტი: და როგორ აღწერდით ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას, შეიძლება თუ არა გაუმჯობესება, რა არის კარგი, რაზე შეგვიძლია ერთად მუშაობა...?

პრეზიდენტი: ვთვლი, რომ ბრწყინვალე ურთიერთობები გვაქვს, ჩვენ ბრწყინვალე ურთიერთობები გვაქვს ბალტიის სამივე ქვეყანასთან, და ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენთვის კავკასიის წარმომადგენლებისთვის, რომ შავი ზღვის რეგიონს და ბალტიის ზღვის რეგიონთან ჰქონდეს ბრწყინვალე ურთიერთობა. გაუმჯობესება კი შეიძლება მეტი ეკონომიკური კავშირების, მეტი პირდაპირი კავშირების დამყარება. რა თქმა უნდა, ჩვენ გეოგრაფიულად ახლოს არ ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ შეგვიძლია მეტი ეკონომიკური კავშირების დამყარება. და ის რის იმედიც გვაქვს და რასაც მუდმივად გთხოვთ არის მეტი მხარდაჭერა ჩვენს ევროკავშირისკენ და ნატოსკენ მიმავალ გზაზე, რადგან თქვენ მოგეცათ დიდი შესაძლებლობა გამხდარიყავით წევრები ჩვენამდე, და ჩვენ უნდა დაგეწიოთ, ისევ თქვენი დახმარებით.

ჟურნალისტი: და ბოლო კითხვა, სად ხედავთ საქართველოს მოდით ვთქვათ ათი წლის შემდეგ და როგორ გგონიათ როგორი იქნება რეგიონი, კავკასიის რეგიონი ათი წლის შემდეგ?

პრეზიდენტი: ჩვენ ვიქნები ევროპის ძალიან წარმატებული ნაწილი...

ჟურნალისტი: ყველა თქვენთაგანი?

პრეზიდენტი: ჩვენ კავკასიის რეგიონში. მე ვერ ვიტყვი ყველა ჩვენგანზე და ვერ ვისაუბრებ ყველა ჩვენი მეზობლის სახელით, მაგრამ რაც უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს საქართველო ევროპაში, მით უფრო მეტი დაინტერესება იქნება მეზობლებში, რათა გაჰყვნენ იგივე გზას.

ჟურნალისტი: - ქალბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა, რომ დრო დამითმეთ.

პრეზიდენტი: არაფრის.