მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   გიორგი აბაშიშვილი ბრუნო ბალვანერას შეხვდა

გიორგი აბაშიშვილი ბრუნო ბალვანერას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სამხრეთ კავკასიის, მოლდოვისა და ბელარუსიის დირექტორს ბრუნო ბალვანერას შეხვდა. მხარეებმა 3 სექტემბერს ლონდონში საქართველოს პრეზიდენტის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს სერ სუმა ჩაკრაბარტს შორის დაგეგმილი შეხვედრა განიხილეს. გიორგი აბაშიშვილმა და ბრუნო ბალვანერამ ხაზგასმით აღნიშნეს ამ შეხვედრის მნიშვნელობა, ასევე ყურადღება გაამახვილეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის როლზე საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარებაში. საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მსჯელობას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 2015 წლის ყოველწლიური შეხვედრის საქართველოში გამართვის მნიშვნელობის შესახებ.

Add to Twitter Add to Facebook