მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   გიორგი აბაშიშვილი USAID-ის დირექტორს შეხვდა

გიორგი აბაშიშვილი USAID-ის დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გიორგი აბაშიშვილი  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორს სტივენ ჰეიკინს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელი პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში კეიჯი მოორი და ეკონომიკური განვითარების ოფისის უფროსი მრჩეველი ფინანსურ და ბიზნეს საკითხებში რეზო ორმოცაძე.

მხარეებმა საუბრისას გასული წლის ეკონომიკური მოვლენები შეაჯამეს. შეხვედრისას ასევე იმსჯელეს  სოფლის მეურნეობის, ენერგო სექტორის განვითარების საკითხებზე, ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და საქართველოში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებზე.  გიორგი აბაშიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ის პრიორიტეტები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკური მიმართულებით აქვს.

გიორგი აბაშიშვილმა და კეიჯი მოორმა ეკონომიკის სფეროში საქართველოსა და ამერიკას შორის თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს და ურთიერთობის გაღრმავების აუცილებლობაზეც   გაამახვილეს ყურადღება.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მათი თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და მსგავსი შეხვედრები რეგულარულად გაიმართება.

Add to Twitter Add to Facebook