მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   გიორგი მარგველაშვილი გაერო-ს უმაღლეს კომისარს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი გაერო-ს უმაღლეს კომისარს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარს  ნავანეთემ პილაის შეხვდა. მხარეებმა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოში არსებულ პროგრესზე ისაუბრეს. ყურადღება მათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე,  განსაკუთრებით, ე.წ. სასაზღვრო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის უფლებების დარღვევის ფაქტებზე გაამახვილეს. როგორც ნავანეთემ პილაიმ აღნიშნა, ამ ვიზიტის შემდეგ გაერო განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს სწორედ ამ თემას და ყველა შესაძლო ბერკეტს გამოიყენებს ვითარების გამოსასწორებლად. მან დადებითად შეაფასა ის მეთოდები და მექანიზმები, რომლებსაც საქართველო ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით იყენებს და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით არსებული ტენდენცია კვლავაც უნდა გაგრძელდეს. გაერო-ს კომისარი მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოში ამ მხრივ შემუშავებულ სტრატეგიას ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით. მისივე თქმით, მიღწეული პროგრესი დადებითად აისახება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესში.

საქართველოს პრეზიდენტმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა გაეროს უმაღლეს კომისარს მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ 2015 წლის სესიაზე გაეროს წევრი ქვეყნები გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში მხარს დაუჭერენ საქართველოს კანდიდატურას. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს აღნიშნული საბჭოს საქმიანობას და გამოთქვა მზაობა იმის თაობაზე, რომ საქართველოს არჩევის შემთხვევაში, უფლებამოსილების ფარგლებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ადამიანის უფლებათა სტანდარტების განვითარების თვალსაზრისით როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

Add to Twitter Add to Facebook