მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   გიორგი მარგველაშვილი ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. პრეზიდენტმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისგან ინფორმაცია არსებული პრობლემების შესახებ მოისმინა. საუბარი შეეხო ეთნიკური უმცირესობების უფლებების  დაცვას, სამოქალაქო ინტეგრაციას, სახელმწიფო ენის სწავლებას, განათლების კულტურის.

პრეზიდენტმა ეთნიკურ უმცირესობასთან შეხვედრა  მსგავსი ფორმატით  ერთი წლის წინათ გამართა. დღევანდელი შეხვედრისას ამ წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების შეაჯამებასაც დაუთმეს.

„არის საკითხები, რომლებიც განხილვას საჭიროებს და სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი. ეს არის ენების სწავლების საკითხი სკოლებში, რაც  მოგვარებადია. ჩვენ ვურჩიეთ მათ თუ რა გზით შეიძლება ამ პრობლემების მოგვარება. ლაპარაკი იყო უფრო რთულ პრობლემებზეც, როგორიცაა, მაგალითად, ეთნიკური თვალსაზრისით დისკრიმინაციული მოპყრობა. ომბუცმენის აპარატთან ერთად, ჩვენ  მონიტორინგს გავუწევთ თითოეულ ასეთ შემთხვევას და აქტიურად ჩავერთვებით ამ საკითხების მოგვარების პროცესში", - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა სოფიო შამანიდმა.  

შეხვედრისას, მხარეები შეთანხმდნენ რომ მსგავსი შეხვედრები რეგულარულად გაიმართება და პრეზიდენტის ადმინისტრაცია კვლავაც განაგრძობს პროექტების განხორციელებას ეთნიკური უმცირესობისთვის.

Add to Twitter Add to Facebook