მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   გიორგი მარგველაშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსიტუტის (NDI) პრეზიდენტს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსიტუტის (NDI) პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს NDI-ის პრეზიდენტთან კენ ვოლაკთან გამართა შეხვედრა. მხარეებმა საკითხთა ფართო სპექტრი განიხილეს, რომელთა შორის ერთ-ერთი ძირითადი საქართველო-აშშ-ისა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა იყო.

"ეს იყო შეხვედრა მეგობართან, კოლეგასთან და ქვეყნის პრეზიდენტთან. NDI საქართველოშია 1992 წლიდან და ჩემთვის ეს მეორე სახლია. ყოველთვის სასიამოვნოა პრეზიდენტთან შეხვედრა და საუბარი ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, რეგიონალური საკითხების თაობაზე, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესზე, საარჩევნო და კონსტიტუციური რეფორმების შესახებ. საუბრის ერთ-ერთი თემა საქართველო-აშშ-ისა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა იყო. ასე რომ, საკითხთა ფართო სპექტრი განვიხილეთ, რომლებიც მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისათვის. ასევე შევეხეთ თემებს, რომლებსაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში NDI-ის მხარდაჭერა ჰქონდა. თანამშრომლობას ვაგრძელებთ პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და პარლამენტთან. ასევე ვმუშაობთ ქალთა საკითხებთან დაკავშირებით და ქალთა მონაწილეობის შესახებ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს ძალზე მნიშვნელოვანი საკითხებია როგორც ჩვენთვის, ისე ქართველი ხალხისა და, რა თქმა უნდა, საქართველოს პრეზიდენტისთვის“, - განაცხადა  კენ ვოლაკმა. 

Add to Twitter Add to Facebook