მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   გიორგი მარგველაშვილი ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი ტალინში გრძელდება. ესტონელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს ეიკი ნესტორს შეხვდა.

გიორგი მარგველაშვილმა მასპინძელთან ერთად პარლამენტის შენობა დაათვალიერა და საპატიო წიგნში ჩანაწერი გააკეთა, რის შემდეგაც სამუშაო სადილი გაიმართა.

შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ეიკი ნესტორს მხარდაჭერისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის გზაზე აღმოჩენილი დახმარებისათვის. ასევე ხაზგასმით აღინიშნა ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარის წვლილი სახელმწიფოთაშორისი საპარლამენტო ურთიერთობის გაღრმავებისა და გაძლიერების მიმართულებით.

როგორც ეიკი ნესტორმა განაცხადა, ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას გახდეს ევროკავშირისა და ნატოს სრულფასოვანი წევრი.

„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ერთ მშვენიერ დღეს გახდება ევროკავშირის წევრი.“- განაცხადა მან.

საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთში ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. გიორგი მარგველაშვილი ამ წუთებში ესტონეთის პრემიერ-მინისტრს ხვდება.

Add to Twitter Add to Facebook