მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   გიორგი მარგველაშვილი ესტონელ კოლეგას შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი ესტონელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ტალინში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის პრეზიდენტს ტოომას ჰენდრიკ ილვესს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობა განიხილეს და ყურადღება შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივაზე გაამახვილეს. აღინიშნა, რომ ესტონეთი ძლიერი მხარდამჭერია საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე და ქვეყნისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით გამოცდილ ქვეყანასთან თანამშრომლობის გაღრმავება. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დაჩქარების მნიშვნელობას.  

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ესტონელ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აქტიური მხარდაჭერისათვის.

საქართველოს პრეზიდენტი ტალინში ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირადი მიწვევით იმყოფება. 

Add to Twitter Add to Facebook