მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   გიორგი მარგველაშვილი: საქართველოში სიკვდილით დასჯის გაუქმება ედუარდ შევარდნაძის სახელს უკავშირდება

გიორგი მარგველაშვილი: საქართველოში სიკვდილით დასჯის გაუქმება ედუარდ შევარდნაძის სახელს უკავშირდება

ჩვენ ვწუხვართ საქართველოს მეორე პრეზიდენტის ბატონ ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო.

ამასთან, მადლობას ვეუბნებით იმ ადამიანებს, ვინც დააფასა  ბატონი ედუარდი, დააფასა ჩვენი ქვეყანა და ჩამობრძანდა დღეს აქ, ასევე მათ, ვინც გამოგვიგზავნა თანაგრძნობის წერილები.

ბატონი ედუარდის როლი 20-ე საუკუნის ისტორიაში და მომავალში ღრმად იქნება გააზრებული. თუმცა დღესაც ნათლად ჩანს, რომ იგი იყო მსოფლიო დონის პოლიტიკოსი.

დღეს, როდესაც მას ვემშვიდობებით, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო - მე მახსენდება ის, რომ საქართველოში სიკვდილით დასჯის გაუქმება მის სახელს უკავშირდება.

ვფიქრობ, იმ  მომენტში, როდესაც ადამიანი მარტო რჩება თავის სულთან, ასეთი ნაბიჯები მნიშვნელოვნად განაპირობებს სიყვარულსაც და პატივისცემასაც ისეთი დიდი პოლიტიკური ფიგურების მიმართ, როგორიც იყო ბატონი ედუარდი.  

ბუნებრივია, რომ პოლიტიკური როლის შეფასების ადგილი ახლა არ არის.

მსურს ბატონ ედუარდს დავემშვიდობო ჩვენი ყველაზე ძლიერი და ამავდროულად, სულიერად, ჩვენთვის გზის მაჩვენებელი მეფის სიტყვებით, რომლებიც, ალბათ, ყველა პოლიტიკოს მიეწერება, განსაკუთრებით კი, ისეთ დიდ მოღვაწეებს, როგორიც იყო ბატონი ედუარდი:

„ჟამი რაჲ წულილთა და ჴმელთა აღმოფშჳნვათაჲ წარმოდგეს,

ზარი მეფობისაჲ წარჴდეს და დიდებაჲ დაშრტეს,

შუებაჲ უქმ იქმნნენ,

ყუავილოვნებაჲ დაჭნეს,

სხუამან მიიღოს სკიპტრაჲ,

სხუასა შეუდგენ სპანი,

მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო!“  

ღმერთმა გაანათლოს ბატონი ედუარდის სული. 

Add to Twitter Add to Facebook