მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   გიორგი მარგველაშვილი: ჩვენი გმირების სიცოცხლისა და თავდადების ფასად დღეს ქართველ ხალხს გვაქვს შესაძლ

გიორგი მარგველაშვილი: ჩვენი გმირების სიცოცხლისა და თავდადების ფასად დღეს ქართველ ხალხს გვაქვს შესაძლებლობა ვიზეიმოთ დამოუკიდებლობა

მოგესალმებით პატივცემულო საზოგადოებავ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ უმნიშვნელოვანეს თარიღს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

ეს არის ჩვენი სიამაყის მიზეზი და, ამავე დროს, მიზეზი ჩვენი ტკივილისა, რადგან ეს დღე არ დამდგარა ცრემლებისა და ტკივილის გარეშე.

დღე, რომელსაც ჩვენ ერთად აღვნიშნავთ, არის საწინდარი და პირობა მომავალი გამარჯვებებისა, მომავალი სიძლიერისა და მომავალი ერთიანობისა.

დღეს ჩვენ ვაჯილდოვებთ გმირებს, რომლებმაც თავი შეწირეს ყველაზე მნიშვნელოვანს, რაც კი შეიძლება იყოს ერისთვის - ეს არის ქვეყნის დამოუკიდებლობა და ერთიანობა.

ჩვენი გმირების სიცოცხლისა და თავდადების ფასად დღეს ჩვენ - მთელ ქართველ ხალხს გვაქვს შესაძლებლობა ვიზეიმოთ დამოუკიდებლობა და მომავალს გადავცეთ ის ღირსება, ის პრინციპები, რომლებიც დაიცვეს ჩვენმა გმირებმა.

დღესვე ჩვენ ვზეიმობთ იმ წარმატებას, იმ გამარჯვებებს, რომლებიც ჩვენმა ჯარისკაცებმა ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილეობის პროცესში მოიპოვეს.

ეს არის მიზეზი იმისა, რომ ქართველ ჯარისკაცებზე საუბრისას, თითოეული ჩვენგანი წელგამართული ვართ.

ეს არის გენი, რომელიც არ ჩამკვდარა.

ეს არის გენი, რომლის საფუძველზეც ჩვენ ხვალინდელ საქართველოს ვაშენებთ.

ჩვენს დაღუპულ გმირებს და მათი ოჯახის წევრებს, იმ ვაჟკაც ჯარისკაცებს, რომლებმაც გვასახელეს მსოფლიოს წინაშე, ქართველი ხალხის სახელით კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას.

ვაღიარებთ თქვენს ღვაწლს და მსურს გადმოგცეთ სახელმწიფო ჯილდოები.

დიდი მადლობა.  

Add to Twitter Add to Facebook