მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   გიორგი მარგველაშვილი ჯეიმს აპატურაის შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი ჯეიმს აპატურაის შეხვდა

ინაუგურაციის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის შეხვდა. გიორგი მარგველაშვილს მან, უპირველესად, დემოკრატიულად გამართულ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ქვეყნის წინსვლა უსურვა. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა იყო. გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ხელისუფლება ძალისხმევას არ დაიშურებს ნატოში ინტეგრაციის გზაზე. საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანა მზადაა კონკრეტული ნაბიჯები გადადგას, რათა ბუქარესტის სამიტზე გაცხადებული გადაწყვეტილება შესრულდეს.
 
ჯეიმს აპატურაიმ კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო კვლავაც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. მისი თქმით, ალიანსი ერთგულია საკუთარი გადაწყვეტილების, რომელიც მან 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიიღო და საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. საუბარი ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობასაც შეეხო. ჯეიმს აპატურაიმ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც ქვეყანას დღესაც შეაქვს რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. 
Add to Twitter Add to Facebook