მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   გიორგი მარგველაშვილი ჯორჯ სოროსს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი ჯორჯ სოროსს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ფონდის „ღია საზოგადოება – საქართველო“ დამფუძნებელს ჯორჯ სოროსს შეხვდა.  მხარეებმა სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ხელშეწყობის აუცილებლობაზე ისაუბრეს და დასავლეთთან ურთიერთობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა სამოქალაქო სექტორის მნიშვნელობა და მისი აქტიურობის საკითხები იყო.

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ჯორჯ სოროსი საქართველოს ორგანიზაციის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით ეწვია.

მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტი „ღია საზოგადოების ფონდების" ორგანიზაციის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებას - საიუბილეო გალა მიღებას დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

Add to Twitter Add to Facebook