მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   გიორგი მარგველაშვილი  მწუხარებას გამოთქვამს ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის გარ

გიორგი მარგველაშვილი  მწუხარებას გამოთქვამს ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის გარდაცვალების გამო

საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის გარდაცვალების გამო, ისრაელის პრეზიდენტს შიმონ პერესს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.  

„ღრმად დამამწუხრა ცნობამ არიელ შარონის გარდაცვალების შესახებ. ებრაელმა ხალხმა დაკარგა თავისი უდიდესი შვილი. არიელ შარონმა - თვალსაჩინო და  მონუმენტურმა ფიგურამ, განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ისრაელის სახელმწიფოს შენებაში, მისი უსაფრთხოებისა და დემოკრატიის გაძლიერებაში, რითაც სამართლიანად მოიპოვა ხალხის სიყვარული. მწუხარების ჟამს, ჩვენ  ვიზიარებთ ებრაელი ხალხის ტკივილს და თანადგომას ვუცხადებთ მას. გთხოვთ, გადასცეთ საქართველოს მოქალაქეთა და პირადად ჩემი გულწრფელი სამძიმარი არიელ შარონის ოჯახის წევრებსა და მთლიანად ისრაელის მოსახლეობას“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

Add to Twitter Add to Facebook