მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში პატარებს უმასპინძლა

გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში პატარებს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე პატარებთან ერთად პრეზიდენტის სასახლეში აღნიშნა. ქვეყნის პირველმა პირმა დაღუპული მეომრების შვილებს,  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატარებს, მათ შორის მხედველობა და სმენადაქვეითებულ ბავშვებს უმასპინძლა. გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ მათ ბავშვთა დაცვის დღე მიულოცეს, მათთან ერთად სამახსოვრო სურათები გადაიღეს და საჩუქრები გადასცეს.   

სასახლის ეზოში საზეიმო ღონისძიებები გაიმართა. წარმოდგენები გამართეს ბასტი ბუბუს, მოძრაობის თეატრის, გასართობი ცენტრის NeverLand-ის მსახიობებმა. ინკლუზიური განათლების სკოლების აღსაზრდელებმა საკუთარი ნამუშევრების გამოფენაც მოაწყვეს და ექსპონატები პრეზიდენტთან ერთად დაათვალიერეს.  

Add to Twitter Add to Facebook