მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრა იაპონიის მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან  გამართა

გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრა იაპონიის მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან  გამართა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად იაპონიის მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერებს შეხვდა. ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის გენერალურ მდივანთან სადაკაზუ ტანიგაკისთან შეხვედრისას სახელმწიფოებს შორის არსებული ურთიერთობა განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო პოლიტიკური პარტიების როლს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საქმეში. მხარეები საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებაზეც შეთანხმდნენ.

ამას გარდა, შეხვედრისას ქვეყნის პირველმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა ის გამოწვევები და სამწუხარო რეალობა, რომელთა წინაშეც საქართველო რუსეთის ფედერაციის არაკონსტრუქციული პოლიტიკის შედეგად დგას. გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, მათ შორის, აფხაზეთში შექმნილ ვითარებაზე გაამახვილა და ყირიმის ანექსიაზე ისაუბრა.

„ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც საქართველოს პრეზიდნეტმა წამოწია იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი პრობლემა და მადლობა გადაუხადა იაპონიის მმართველ პარტიას იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მათგან ვგრძნობთ. იაპონია არა მხოლოდ არ აღიარებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, არამედ ერთ-ერთი პირველია იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც თავის დროზე სცნო სტატუს-ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტები. იაპონია არის ის სახელმწიფო, რომელიც გაეროში მუდმივად მხარს უჭერს ჩვენს რეზოლუციებს დევნილთა და ლტოლვილთა შესახებ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ. 

ქართული მხრიდან შეხვედრას უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. 

Add to Twitter Add to Facebook